გლდანის ციხის მიმდებარე ტერიტორიზე შავი ფერის “პიკაპის” ჯიპები დადიან და იქაურობას ათვალიერებენ.
უფლებადამცველებიდან, იქ ნანა კაკაბაძე და გელა ნიკოლეიშვილი იმყოფებიან.
პატიმრის ოჯახების წევრების განცხადებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ციხეში ადმინისტრაციასა და პატიმრებს შორის დაპირისპირება მოხდა, ციხიდან გაიგეს. ისინი სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლების გამოსვლას ელოდებიან.
სოციალური ქსელით გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ გლდანის ციხეში სპეცრაზმი შეიჭრა და პატიმრები ნაცემები არიან.