მისი თქმით, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები გამოვიდნენ ციხიდან და ოფიციალურ განცხადებას თავად გაავრცელებენ იქ არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე კი იმის თქმა შეუძლია, რომ სახალხო დამცველის ტანამშრომლებმა დაიარეს ციხე, შიგნით სიმშვიდეა და არაფერი ხდება.
შეგახსენებთ, რომ სოციალური ქსელით გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ გლდანის ციხეში სპეცრაზმი შეიჭრა და პატიმრები ნაცემები არიან.
უფლებადამცველებიდან, იქ ნანა კაკაბაძე და გელა ნიკოლეიშვილი იმყოფებიან.
პატიმრის ოჯახების წევრების განცხადებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ციხეში ადმინისტრაციასა და პატიმრებს შორის დაპირისპირება მოხდა, ციხიდან გაიგეს.