“გურია ნიუსი” ამ ფაქტით დაინტერესდა.
რამდენიმე წლის წინ, როცა მეუფის რეზიდენცია გაიხსნა, გააკეთეს გურული კარ-მიდამო, იქ მცხოვრებლებს მოგვიხსნეს რკინის ჭიშკრები და გაგვიკეთეს გურული სტილით ხის ჭიშკრები. მაშინ ამაზე დავობდა აწ განსვენებული თენგიზ კუნჭულია. ვუთხარით, რომ დალპება ეს ხის ჭიშკრები და დაგვიტოვეთ ჩვენი რკინის ჭიშკრები, რომ დაგვჭირდეს-თქო, რაზედაც გვიპასუხეს, ექადიის ტყე-პარკი უნდა შემოვღობოთო.
რაკი ოზურგეთის განაშენიანებაზე იყო საუბარი, აღარ გავეკიდეთ. იმის მერე გავიდა ალბათ 20 წელი, დალპა, რა თქმა უნდა, ეს ხის ჭიშკრები. 4 მოსახლეს აღარ გვაქვს ჭიშკარი, _ ამბობენ ამ ქუჩის მცხოვრებლები.
_ იცის ხელისუფლებამ ამის შესახებ, ჩვენ ოფიციალურად ჯერ არ მიგვიმართავს წერილობით, უბრალოდ, ისე გვქონდა გასაუბრება საჯარო პირებთან, რომლებმაც გვითხრეს, _ ბიუჯეტში თანხა არ არის და პატარა გვაცალეთო. ნახეთ, გადაიღეთ, ქალაქის ცენტრში ოჯახებს არ გავქვს ჭიშკარი. ჯერ ძალიან ცუდად ჩანს, შემოდის პირუტყვი. ჩვენ, მგონი, არც დანაშაუალი გვაქვს რამე და არც ჩვენი ინიციატივით გვაქვს ჭიშკრები მოხსნილი, მოგვაქციონ ყურადღება, _ აცხადებენ უჭიშკროდ დარჩენილები..
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამ საკითხთან დაკავშირებით ასეთ კომენტარს აკეთებენ:
“9 აპრილის ქუჩაზე მცხოვრებლებს, ჩვენთვის ოფიციალურად ჯერ არ მოუმართავთ. როგორც კი განცხადება შემოვა, მაშინვე შეისწავლის აღნიშნულ საკითხს შესაბამისი სამსახურები და მოახდენენ რეაგირებას.