შენობა ჩოხატაურის ცენტრში განთავსდება და ის 400 მაყურებელზე იქნება გათვლილი.
პროექტი “გურია ნიუსს” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რამაზ ნიკოლაიშვილმა პირადად გააცნო. მისი თქმით, ეს იქნება საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და ლამაზი შენობა.
შეგახსენებთ, რომ ჩოხატაურის კულტურის სახლი 8 წლის წინ, ხანძრის შედეგად განადგურდა და დღემდე, კულტურის სამსახურის წარმომადგენლები ავარიულ შენობაში გადიან რეპეტიციებს.