საკონკურსო ნამუშევრები 3 ივლისს, სამხატვრო სკოლის საგამოფენო დარბაზში გამოიფინა ფოტოხელოვან იური შაქარიშვილის ნამუშევრებთან ერთად. გამოფენის გახსნაზე შეკრებილთ მიესალმა მხატვარი სპარტაკ ცინცაძე, მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ყოფილი დირექტორი ქალბატონი სულიკო ვაშალომიძე, რომლებმაც ვრცლად ისაუბრეს ბატონი იური შაქარიშვილის შემოქმედებაზე, მის ხალას ნიჭსა და იუმორზე.