ჟურნალისტის განცხადებით, ეს ის ჯგუფი იყო, რომელიც „ინფო-9-ს“ ჟურნალისტს, ეკატერინე დუგლაძეს დასდევდა და მუშაობის საშუალება არ აძლევდა.
ვასილ დაბრუნდაშვილი: „ეს ყველაფერი ხდებოდა პოლიციის შენობის წინ. პოლიციის თანამშრომლები უყურებდნენ ამ ყველაფერს, მაგრამ არანაირი რეაგირება არ მოუხდენიათ. ამის შემდეგ, გამოვიძახეთ საპატრულო პოლიცია და 2 ეკიპაჟი მოვიდა. მათ უკვე შეადგინეს ოქმი და ველოდებით სიტუაციის გარკვევას.“
„გურია ნიუსის“ კითხვაზე, _ კონკრეტულად რით იყვნენ დაინტერესებულები ეს ადამიანები, ვასილ დაბრუნდაშვილმა განაცხადა, რომ ისინი დაჟინებით ითხოვდნენ, მათ მიერ დასმულ ყველა კითხვაზე გაეცა მას პასუხი.ასავე, დაინტერესბული იყო იმით, რა კითხვებს დავუსვამდი ჩემს რესპოდენტს,“ _ განაცხადა ჟურნალისტმა.