მიუხედავად იმისა, რომ გასაჩივრების ვადა ღამის 5 საათზე გადის, სასამართლოში ეუბნებიან, რომ ეს ამბავი ხვალ დილამდე მოიცდის. საქმე ეხება “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს, ცოტნე შენგელიას, კახაბერ გიგაშვილსა და ვლადიმერ ჯანეზაშვილს, რომელთაც გორის რაიონულმა სასამართლომ 15 დღიანი პატიმრობები შეუფარდა.
თედო კობახიძე მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს აბსოლუტურად წინასწარგანზრახულ ქმედებას, რომელიც მიმართულია იქეთკენ, რომ გასაჩივრების ვადები დაირღვეს.
_ თუკი მაშინ არ ეძინებათ გორელ მოსამართლეებს და განსაკუთრებით ეკა ზარნაძეს, როცა ჩვენი მომხრეების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებები გამოაქვთ, ახლა ვერ მოდიან სასამართლომდე? მეუბნებიან, არაა პრობლემა, დილით შემოიტანეთო, მაგრამ დილით მეტყვიან, ვადები გაშვებულია უკვეო. აი, ესაა მთავარი მიზანი. ამიტომ, ვაცხადებ, რომ აადგილი აქვს თვალთმაქცურ ქცევას, რაც გამოიხატება იმაში, რომ მოსამართლე შეგნებულად ცდილობს, როგორმე დამარღვევინოს კანონი, რის შესახებაც მე აუცილებლად ვაცნობებ იუსტიციის საბჭოს. ამ წუთებშიც ვრეკავ მათ ცხელ ხაზზე, რომელიც გამოკრული აქვთ ყველგა, მაგრამ ტელეფონს არავინ იღებს. ფაქტი ის არის, რომ გორის რაიონულ სასამართლოში ახლა ვინმე რომ მოიყვანონ, ვერავინ აღრიცხავს, რადგან კაციშვილი აქ არ იმყოფება. გამომდინარე აქედან, ჩნდება ეჭვი, რომ აქ, შემოყვანისა და აღრიცხვის დრო არ ემთხვევა ერთმანეთს, _ განაცხადა თეგო კობახიძემ “გურია ნიუსთან”.
გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ეკა ზარნაზემ, გადაწყვეტილებიგამოტანისას იმ 10 წუთიანი ფირით იხელმძღვანელა, რომელიც კარალეთში იყო გადაღებული. გარდა ამისა, “ქართული ოცნების” აქტივისტების ადვოკატი, თამარ თედლიაშვილი 250 ლარით დააჯარიმა თავისი დაცვის ქვეშ მყოფთან გასაუბრების გამო.
როგორც თედო კობახიძე აცხადებს, საქმე იქამდეც მივიდა, რომ ამავე სასამართლოში, ”ქართული ოცნების” აქტივისტი ზურა ადუაშვილი 500 ლარით პროცესზე ადვოკატის მოთხოვნის გამო დააჯარიმეს.
“შეგახსენებთ, რომ მოსამართლე ეკა ზარნაძემ “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს, ცოტნე შენგელიას, კახაბერ გიგაშვილსა და ვლადიმერ ჯანეზაშვილს სასჯელი სწორედ 166-ე მუხლით შეუფარდა, რაც ხულიგნობას ითვალისწინებს.
გამოტანილი დადგენილების გასაჩივრებას ”ქართული ოცნების” იურიდიული ჯგუფი სააპელაციო სასამართლოში აპირებს.