გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები
    ვაკეში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის ახალი დეტალები

    ვაკეში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის ახალი დეტალები

    “ტიტველი დამრჩა ბავშვი”-აივნის თოკებზე გაფენილი სარეცხი მოიპარეს

    “ტიტველი დამრჩა ბავშვი”-აივნის თოკებზე გაფენილი სარეცხი მოიპარეს

    “დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ”- 6 წელი გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან

    ღარიბაშვილი ოპოზიციას: ნუ ნერვიულობთ, მთავარ კითხვაზე მოგიწევთ პასუხის გაცემა

    კობახიძე: როგორც კი პოლიტიკა გათავისუფლდება კრიმინალებისგან ევროპული ქვეყანა გავხდებით

    კობახიძე: როგორც კი პოლიტიკა გათავისუფლდება კრიმინალებისგან ევროპული ქვეყანა გავხდებით

    სროლა თბილისში, არაყიშვილის ქუჩაზე

    სროლა თბილისში, არაყიშვილის ქუჩაზე

    შეუმცირდათ თუ არა სასწრაფო დახმარების ცენტრის თანამშრომლებს სახელფასო ანაზღაურება

    შეუმცირდათ თუ არა სასწრაფო დახმარების ცენტრის თანამშრომლებს სახელფასო ანაზღაურება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • კორონავირუსი
    ოზურგეთში ინფიცირების ახალი შემთხვევები დაფიქსირდა

    ინფიცირების ახალი შემთხვევები ოზურგეთში

    ოზურგეთში ინფიცირების ახალი შემთხვევები დაფიქსირდა

    როგორია ეპიდვითარება ოზურგეთში

    კაკაო ადამიანს კიბოს დაავადებისგან იცავს

    კაკაო ადამიანს კიბოს დაავადებისგან იცავს

    როგორია ეპიდვითარება საქართველოში

    როგორია ახალი კოვიდსტატისტიკა საქართველოში

    “მამა-შვილი სახლში  ჩაიწვა”- საზარელი ტრაგედია ხობში

    ლანჩხუთში ინფიცირების 3 აქტიური შემთხვევაა

    ოზურგეთში ინფიცირების ახალი შემთხვევები დაფიქსირდა

    ინფიცირების ახალი შემთხვევები ოზურგეთში

  • G-NEWS TV
    30 თეთრი “ალტ-ინფოს” ოფისის ეზოში _ “სამშობლოს სიყვარულს ფული რად უნდა?!”

    30 თეთრი “ალტ-ინფოს” ოფისის ეზოში _ “სამშობლოს სიყვარულს ფული რად უნდა?!”

    “პუტინ, შენ მეისპე!” _ 9 აპრილი ოზურგეთში

    “პუტინ, შენ მეისპე!” _ 9 აპრილი ოზურგეთში

    მერის ხელფასი 5 000 ლარამდე იზრდება _ ოზურგეთის საკრებულოს ხმაურიანი სხდომა

    მერის ხელფასი 5 000 ლარამდე იზრდება _ ოზურგეთის საკრებულოს ხმაურიანი სხდომა

    მრავალფეროვნება: ვაიშნავიზმის მსახურება თბილისში

    მრავალფეროვნება: ვაიშნავიზმის მსახურება თბილისში

    უკრაინის და საქართველოს დროშები ქუჩაზე, სადაც ბახვა ჩიქობავა ცხოვრობდა

    უკრაინის და საქართველოს დროშები ქუჩაზე, სადაც ბახვა ჩიქობავა ცხოვრობდა

    ქართულმა ლეგიონმა, უკრაინელებთან ერთად, ოკუპანტების კოლონა გაანადგურა

    ქართულმა ლეგიონმა, უკრაინელებთან ერთად, ოკუპანტების კოლონა გაანადგურა

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა
    ზამთრის მიწურულსა და გაზაფხულის დასაწყისში  საჭიროა თანმიმდევრული მუშაობა

    ზამთრის მიწურულსა და გაზაფხულის დასაწყისში საჭიროა თანმიმდევრული მუშაობა

    ანთების საწინააღმდეგო  ხალხური საშუალებები

    ანთების საწინააღმდეგო ხალხური საშუალებები

    მოვამზადოთ  ფორთოხლის კანის ცუკატები

    მოვამზადოთ ფორთოხლის კანის ცუკატები

    ინდაურის საცივი _ საახალწლო სუფრის მშვენება

    ინდაურის საცივი _ საახალწლო სუფრის მშვენება

    თხილის ყველაზე საშიში დაავადებები

    თხილის ყველაზე საშიში დაავადებები

    აპრობირებული ფორთოხლის ჯიშების გაშენება _  საუკეთესო ნაბიჯი ქართულ მეციტრუსეობაში

    აპრობირებული ფორთოხლის ჯიშების გაშენება _ საუკეთესო ნაბიჯი ქართულ მეციტრუსეობაში

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
    გრიგოლ რობაქიძის „პარტიული სასჯელი“

    გრიგოლ რობაქიძის „პარტიული სასჯელი“

    გურიის რესპუბლიკა თუ აღმაშენებელი? _ ირაკლი მახარაძის განცხადება

    გურიის რესპუბლიკა თუ აღმაშენებელი? _ ირაკლი მახარაძის განცხადება

    “ჩემი 37 წლის სამსახური მე მოვანდომე გარუსების პოლიტიკასთან ბრძოლას” – კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი (ხელაია)

    “ჩემი 37 წლის სამსახური მე მოვანდომე გარუსების პოლიტიკასთან ბრძოლას” – კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი (ხელაია)

    არ არსებობს მოძმე ერები, არსებობს სახელმწიფო ინტერესები _ “ისტორიის გაკვეთილები”

    არ არსებობს მოძმე ერები, არსებობს სახელმწიფო ინტერესები _ “ისტორიის გაკვეთილები”

    “შაბაშ მკლავთა და განკარგულებათა თქვენთა!“ _ ქართველი კაცის შეგონება გურულებისადმი

    “შაბაშ მკლავთა და განკარგულებათა თქვენთა!“ _ ქართველი კაცის შეგონება გურულებისადმი

    „პარლამენტია საკანონმდებლო ორგანო და თქვენ „ბოქსიორებივით“ რატომ სხედხართო?!“

    „პარლამენტია საკანონმდებლო ორგანო და თქვენ „ბოქსიორებივით“ რატომ სხედხართო?!“

  • ფეისბუქსტატუსები
    შეურაცხყოფას აყენებდნენ საფლავზე მოსულ მოქალაქეებს-კონსტანტინე გამსახურდია

    შეურაცხყოფას აყენებდნენ საფლავზე მოსულ მოქალაქეებს-კონსტანტინე გამსახურდია

    “დარეჯან, ძალიან გავბრაზდი, რომ დაგაჯარიმეს” – სააკაშვილი ცხვიტარიას

    სულ უფრო მიჭირს გადადგილება, მაქვს ტკივილები- მიხეილ სააკაშვილი

    “დღეს ერთად უნდა გვეზეიმა” _ ემიგრაციაში მყოფი მასწავლებელი ყოფილ მოსწავლეებს მიმართავს

    “დღეს ერთად უნდა გვეზეიმა” _ ემიგრაციაში მყოფი მასწავლებელი ყოფილ მოსწავლეებს მიმართავს

    “ეს არც ჩინეთია და არც შრილანკა, არც ვიეტნამი ან ჩაის რომელი სხვა აზიური ქვეყანა… – ეს ჩემი გურიაა”

    “ეს არც ჩინეთია და არც შრილანკა, არც ვიეტნამი ან ჩაის რომელი სხვა აზიური ქვეყანა… – ეს ჩემი გურიაა”

    “ძაღლებს საჭმელი აუტანა და უკანა გზაზე ეს მოხდა” – რას წერს ნინო სურგულაძე ავარიით გარდაცვლილ მაზლზე?

    “ძაღლებს საჭმელი აუტანა და უკანა გზაზე ეს მოხდა” – რას წერს ნინო სურგულაძე ავარიით გარდაცვლილ მაზლზე?

    “Როგორ ყარს ეს ყველაფერი! მაგრამ მაინც ვმუშაობთ საზოგადოებისთვის”

    “Როგორ ყარს ეს ყველაფერი! მაგრამ მაინც ვმუშაობთ საზოგადოებისთვის”

  • 21-ს ქვევით
    “დღეს ჩვენს სკოლაში  ხალისიანი დღეა!” _ ქვაბღის სკოლის დირექტორი

    “დღეს ჩვენს სკოლაში ხალისიანი დღეა!” _ ქვაბღის სკოლის დირექტორი

    ჩოხატაურელი როლანდ კიკვაძე FLEX-ის პროგრამის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი როლანდ კიკვაძე FLEX-ის პროგრამის გამარჯვებულია

    მორიგი  შინაარსიანი ღონისძიება ბახვის სკოლაში:  „საზოგადოებრივი თანაცხოვრებისთვის  უმნიშვნელოვანესია ტოლერანტობა“

    მორიგი  შინაარსიანი ღონისძიება ბახვის სკოლაში:  „საზოგადოებრივი თანაცხოვრებისთვის  უმნიშვნელოვანესია ტოლერანტობა“

    დღეს ამ არაჩვეულებრივ გოგოებს შევხვდი და ამაყი ვარ! _ ლელა იმედაშვილი

    დღეს ამ არაჩვეულებრივ გოგოებს შევხვდი და ამაყი ვარ! _ ლელა იმედაშვილი

    ოზურგეთიდან “ფლექსის“ პროგრამას ორი გამარჯვებული ჰყავს

    ოზურგეთიდან “ფლექსის“ პროგრამას ორი გამარჯვებული ჰყავს

    ოზურგეთელი ნანა მეგრელიძე “ფლექსის“ პროგრამის გამარჯვებულია

    ოზურგეთელი ნანა მეგრელიძე “ფლექსის“ პროგრამის გამარჯვებულია

  • მსოფლიო
    მაასიკასი: რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის ნაწილის აღებამ არ უნდა შეაფერხოს ევროკავშირში გაწევრიანება

    მაასიკასი: რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის ნაწილის აღებამ არ უნდა შეაფერხოს ევროკავშირში გაწევრიანება

    გამორთეთ ტელევიზორი- ყოფილი ტელეჟურნალისტი რუსეთის მოსახლეობას მიმართავს

    გამორთეთ ტელევიზორი- ყოფილი ტელეჟურნალისტი რუსეთის მოსახლეობას მიმართავს

    “თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ უკრაინელების სიცოცხლე”- ზელენსკი

    ზელენსკი: რუსეთის ქმედება დონბასში აშკარა გენოციდის პოლიტიკაა

    რა უნდა იცოდეთ მაიმუნის ყვავილზე

    რა უნდა იცოდეთ მაიმუნის ყვავილზე

    რუსეთის ჯარებმა განაახლეს იერიში სლოვიანსკზე

    რუსეთის ჯარებმა განაახლეს იერიში სლოვიანსკზე

    ვლადიმერ პუტინმა არამეგობრული ქვეყნებისთვის გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა

    რუსეთი უადვილებს მოქალაქეობის მიღების წესებს სამხრეთ უკრაინის მაცხოვრებლებს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    სიყვარულს მხოლოდ წყვილთა მესამედი ინარჩუნებს

    სიყვარულს მხოლოდ წყვილთა მესამედი ინარჩუნებს

    ინტერნეტი ადამიანის მეხსიერების ბუნებას ცვლის

    ინტერნეტი ადამიანის მეხსიერების ბუნებას ცვლის

    სიცოცხლისთვის საუკეთესო ეგზოპლანეტა

    სიცოცხლისთვის საუკეთესო ეგზოპლანეტა

    აშშ-ის ყველაზე საშიში ადგილები

    აშშ-ის ყველაზე საშიში ადგილები

    სადილი და ვახშამი სალათებით დაიწყეთ

    სადილი და ვახშამი სალათებით დაიწყეთ

    ნერვიულმა ადამიანმა სტაფილოს წვენი უნდა სვას

    ნერვიულმა ადამიანმა სტაფილოს წვენი უნდა სვას

    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ბიძინა ივანიშვილი: “მე არ მიმაჩნია, რომ ომი საქართველომ დაიწყო, მაგრამ…”

04:07; 16 ივლისი, 2012
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

თავის გამოსვლაში ივანიშვილი რამდენიმე საკითხს და მათ შორის რუსეთ-საქართველოს ომსაც შეეხო. “გურია ნიუსი” ბიძინა ივანიშვილის გამოსვლის ტექსტს სრულად გთავაზობთ.

“გამარჯობა, გორელებო! გამარჯობა, ქართლო!

ყველას მოგესალმებით. დიდ მადლობას გიხდით იმისთვის, რომ დღეს აქ ერთად ვართ.

საქართველოს ყოველ კუთხეს თავისი განუმეორებელი ხიბლი აქვს. ქართლი კი ყოველი კუთხის გამაერთიანებელი, ერთიან საქართველოდ შემკრები და შემკვრელია. სიტყვა საქართველოც ხომ ქართლიდან მოდის. მარტო უფლისციხე, სამთავისი, ყინწვისი და ატენის სიონიც იკმარებდა იმის დასტურად, რომ აქ, ქართლში, იქმნებოდა საქართველოს ისტორია.

ჩვენ დღეს გორში შევიკრიბეთ, დიდი დავით აღმაშენებლის მიერ დაარსებულ ქალაქში. ამ ქალაქს ბევრი განსაცდელი უნახავს და ბევრი გასაჭირი გადაუტანია, მაგრამ დღემდე მტკიცედ დგას, როგორც საქართველოს ერთიანობის, ჩვენი სამშობლოს გაუტეხლობისა და სიმტკიცის სიმბოლო.

ქედს ვიხრი თქვენ წინაშე. აქ ლამაზი სიტყვების არც ადგილია და არც დრო. ქართლის გულში ვდგავართ, საქართველოს გულში და ეს გულია ახლა ნაიარევი. უკვე ოთხი წელი გადის, ეს იარა კი ვეღარ შუშდება. ამ ჭრილობას სულის შებერვით ვერ მოაშუშებ. მას არც ტკივილის გაყუჩება უშველის. ამ ჭრილობას სასწრაფოდ უნდა ვუმკურნალოთ, რათა პირი შეიკრას და შეხორცდეს. უკვალოდ მის გაქრობას ვერავინ დაგვპირდება. დაღუპულებს ვერავინ გაგვიცოცხლებს, დაღუპულებს ვერავინ დაგვიბრუნებს.

წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას…

გულით თუ გვინდა, რომ ამ ჭრილობამ, ბოლოს და ბოლოს, პირი შეიკრას, ჯერ ჩვენ შევკრათ პირი – დღეს და აქ. ჩვენ ერთად მოვნახავთ ძალას და შევძლებთ პატიებას. ჩვენ შევძლებთ არა მარტო პატიებას, ჩვენ ჩვენი ბრალის აღიარების და მონანიების ძალაც შეგვწევს. ჩვენ ქართველ დედებს კიდევ ერთხელ მოვუხდით ბოდიშს. ჩვენ „ვეფხისა და მოყმის“ შემქმნელი ხალხი ვართ – ჩვენ სამძიმარს ვეტყვით ოს დედებს, დავეხმარებით მათ უგზო-უკვლოდ დაკარგული შვილების მოძებნაში, ჩავატარებთ სამართლიან გამოძიებას, გამოვასწორებთ, რისი გამოსწორებაც ჯერ კიდევ შესაძლებელია.

მომავალშიც ჩვენ მხოლოდ გზას დავულოცავთ ქართულ-ოსურ ოჯახს, რომელიც ყოველთვის ბუნებრივი და ჩვეულებრივი ამბავი იყო აქ, ამ მხარეში. ჩვენ, ქართველებმა და ოსებმა, ერთად უნდა შევძლოთ ურთიერთობების აღდგენა, რადგან ამდენი რამ გვაკავშირებს და გვაახლოებს ერთმანეთთან. ჩვენ გამოვნახავთ მისადგომს ჩვენს ძმებთან და დებთან – ოსებთან, ჩვენ აუცილებლად აღვადგენთ მათთან ურთიერთობას.

დღევანდელი ვითარება შეუძლებელია დიდხანს გაგრძელდეს. არ შეიძლება ქართველი იმას შეეგუოს, რომ თავისუფლად ვეღარ ნახავს ქართული ხუროთმოძღვრების შედევრს – იკორთის ტაძარს, სადაც დაკრძალული არიან ქართველი გმირები – ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები.

და ეს მდგომარეობა, ასეთი ვითარება აგვისტოს ომის შედეგია.

მე არ მიმაჩნია, რომ ომი საქართველომ დაიწყო. ჩვენ არ გადავსულვართ რუსეთის ტერიტორიაზე, მაგრამ ვერსად გავექცევით იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ქართული სოფლების დაბომბვის საპასუხოდ წამოიწყო სამხედრო მოქმედებები ისე, რომ ვერ გათვალა შესაძლო შედეგები.

ეს არ შეიძლება ვინმეს ახარებდეს. ხელისუფლების მოქმედებები იმ ტრაგიკულ დღეებში ვერ უძლებდა ვერანაირ კრიტიკას. მაღალი თანამდებობის პირები, რომლებსაც სახელმწიფოსა და ხალხის ბედი აბარიათ, სრულიად სამარცხვინოდ იქცეოდნენ.

პატივი და დიდება ყველა იმ ჯარისკაცსა და ოფიცერს, ვინც გმირულად იბრძოლა და საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდა სამშობლოს! მაგრამ უზნეობაა, ლამის გამარჯვებად გამოაცხადო ომი, რომელსაც ასზე მეტი სოფლის ოკუპაცია მოჰყვა. ჩვენ, ყველამ ერთად, რაც არ უნდა მწარე იყოს, სიმართლე უნდა ვთქვათ. და როცა სიმართლეს არ გავექცევით, იმასაც ადვილად დავინახავთ, რა გზებით შეიძლება სასიკეთო ცვლილებების მიღწევა.

ჩვენ უნდა შევძლოთ და მოვიპოვოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების – ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ქვეყნების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების უფრო ქმედითი მხარდაჭერა. ასეთ მხარდაჭერას კი, მხოლოდ მაშინ მივაღწევთ, როცა საქართველო რეალურად დაადგება დემოკრატიის მშენებლობის გზას. დემოკრატიას ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს და ჩვენ ამას აუცილებლად დავამკვიდრებთ.

ჩვენ აუცილებლად დავიწყებთ პირდაპირ დიალოგს ჩვენს ოს ძმებთან, გამოვიყენებთ სახალხო დიპლომატიას, გამოვნახავთ საერთო ინტერესებს და ამას დაეფუძნება ჩვენი სამომავლო ურთიერთობები.

ყველამ კარგად იცის, როგორ კავშირებს ადამიანებს ერთმანეთთან საქმიანი ურთიერთობები და საერთო ინტერესები. ამის მაგალითად ერგნეთის ბაზრობაც საკმარისია. ამ ბაზრობის წყალობით წლების წინ ქართველებმა და ოსებმა შეძლეს ურთიერთობის აღდგენა, და ეს ურთიერთობა ბუნებრივ კალაპოტს უბრუნდებოდა.

ამ ადგილზე ისინი არა მარტო ხვდებოდნენ ერთმანეთს, არამედ საერთო ბიზნესშიც ჩაებნენ და საქმესაც ერთად უძღვებოდნენ. მაშინ მათ, ქართველებმა და ოსებმა, თავიდან აღმოაჩინეს, რომ, თურმე, ერთმანეთი ძალიან სჭირდებოდათ.კონფლიქტის მშვიდობიან, ვიმეორებ, მშვიდობიან მოგვარებაზე ოდნავ მაინც რომ ეზრუნა, ხელისუფლება ასე დაუფიქრებლად, ასე ხელაღებით არ დახურავდა ერგნეთის ბაზრობას. ერგნეთის ბაზრობის დახურვა ჩვენი ხელისუფლების უგუნური პოლიტიკის შედეგია, რადგან იქ, სადაც რვა წლის განმავლობაში ქართველებისა და ოსების საერთო სავაჭრო დახლები იდგა და სავალუტო ჯიხურები მუშაობდა, ახლა რუსული სამხედრო პოსტია. ამ შეცდომის გამოსწორება მარტო ჩვენ შეგვიძლია. ჩვენ, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, კანონის ფარგლებში, ლეგალურად აღვადგენთ ერგნეთის ბაზრობას. ჩვენ ყველაფერს გულდასმით გავითვლით და ყველა რისკს გავითვალისწინებთ.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ბაზრობის აღდგენით გამყოფი ხაზის სხვადასხვა მხარეს მცხოვრებ ადამიანებს შორის ნდობის აღდგენაც დაიწყება და ურთიერთობებიც ერთხელ და საბოლოოდ დალაგდება. ჩვენ არა ერთხელ ვთქვით და აქაც ხმამაღლა განვაცხადებ: საქართველოს დასავლური ორიენტაცია, ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატოში არის ჩვენი სტრატეგიული არჩევანი, რომელსაც ალტერნატივა არა აქვს! მაგრამ ჩვენ ვერ ავირჩევთ მეზობლებს. ჩვენ, მიუხედავად ყველაფრისა, მოგვიწევს რუსეთთან ურთიერთობის შედარებით ნორმალიზება. ვფიქრობ, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ჩვენ შევძლებთ ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნებას.რუსეთის მიმართ ჩვენი პოზიცია იქნება კორექტული, მაგრამ პრინციპული. განსახვავებით ამ ხელისუფლებისაგან, რომელიც უპრინციპოა და არაკორექტული.

ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საერთო ენას აფხაზებთან და ოსებთან. ჩვენ გვაქვს ამის რესურსი, და ეს იცის ხელისუფლებამ. ამ მხრივ, ჩვენი მიზნები და ამოცანები მთლიანად ემთხვევა საერთაშორისო თანამეგობრობის მიდგომებს. სწორედ ესაა, რომ აღიზიანებს ხელისუფლებას და აქედან იღებს სათავეს ჩვენი კოალიციისა და პირადად ჩემკენ მომართული ცილისწამების ნიაღვარი.

ამ დროს, ხელისუფლება არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ოდნავ მაინც გაუმჯობესდეს ხალხის მდგომარეობა. უმძიმესი მდგომარეობაა ადმინისტრაციული საზღვრის პირას, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში. იქ ისეთი ვითარებაა შექმნილი, რომ შეუძლებელი ხდება ცხოვრება, რის გამოც კატასტროფული სისწრაფით იცლება სოფლები. ბევრია ისეთი სოფელი, რომელიც მესაქონლეობით ირჩენდა თავს. ომის შემდეგ ამ სოფლების საძოვრები გამყოფი ხაზის გადაღმა აღმოჩნდა და სოფელი მთლიანად საძოვრების გარეშე დარჩა. გამყოფი ხაზის გადაღმა აღმოჩნდა ყანები, ვენახები და ტყეც, საიდანაც ომამდე სოფლის მოსახლეობა შეშას ეზიდებოდა.

ახლა სოფლებში აღარც გაზია და აღარც სარწყავი წყალი, ბევრგან უკვე სასმელი წყალიც კი სანატრელი გაუხდათ. აი, ასეთი განსაცდელის პირისპირ დატოვა ხელისუფლებამ თავისი ხალხი. უკიდურესი გაჭირვება, დაუცველობა და უიმედობა – აი, ამისთვის არის განწირული დღეს ეს სოფლები. მე და ჩემი გუნდი ამ ხალხს ვპირდებით, რომ ეს უსულგულობა მალე დამთავრდება! ამ ხელისუფლების პირობებში კონფლიქტის მოგვარებას პირი არ უჩანს. კარგად გვესმის, რომ ამ პრობლემას ერთი ხელის მოსმით ვერც ჩვენ გადავწყვეტთ. მაგრამ იმას ნამდვილად გპირდებით, რომ გამოვნახავთ საერთო ენას ოსურ მხარესთან და სოფლებში სარწყავ წყალს დავაბრუნებთ, ჩვენ ამ გაუსაძლის ყოფას შეგიმსუბუქებთ, უყურადღებოდ არ დარჩება არც ერთი სოფელი, არც ერთი ოჯახი, ყველას სატკივარს გავიზიარებთ და ყველა საკითხს შეძლებისდაგვარად მოვაგვარებთ.

ომის უმძიმესი შედეგია ის, რომ საქართველოს ათასობით მოქალაქე საკუთარი სახლიდან აიყარა და თავისსავე სამშობლოში დევნილად იქცა. ერთი შეხედვით, თითქოს ხელისუფლებამ იზრუნა მათზე, ამისათვის სპეციალური კოტეჯებიც კი დაუდგა, მაგრამ რა პირობებში უწევთ ჩვენს თანამემამულეებს ცხოვრება, ყველამ კარგად ვიცით.

უფრო მეტიც – რაც ყველაზე მეტად აღმაშფოთებელია – დევნილთათვის კოტეჯების ან ფულადი დახმარებების გამოყოფამ თავიდანვე პოლიტიკური კორუფციის სახე მიიღო – ხელისუფლება განაწილებისას ხელმძღვანელობს მხოლოდ პოლიტიკური ლოიალურობის ნიშნით! ხშირად დევნილებს იძულებით ასახლებენ სოფლებში, სადაც არ არის ცხოვრებისა და საქმიანობის მეტ-ნაკლებად ნორმალური პირობები, ათასობით დევნილი კუთვნილი სტატუსის მინიჭებას დღემდე ელოდება, კონფლიქტის ზონებსა და მის მიმდებარე სასაზღვრო ველში ბევრმა დაკარგა სოციალური შეღავათები. ერთმა დევნილმა „ქართული ოცნების“ ბარათში ჩაწერა: ჩემი ოცნებაა, იმდენი ქულა დავაგროვო, რომ სიღარიბის შემწეობა მივიღოო. აი, ესაა ჩვენი მწარე სიმართლე, და ჩვენ მას თვალს გავუსწორებთ, ამას გპირდებთ! ეს უნდა დამთავრდეს, ხალხო! ჩვენი ხალხის ასეთი უღირსებო ყოფა უნდა დამთავრდეს და მე ყველაფერს გავაკეთებ ამისათვის!

სიტყვას ვაძლევ ჩვენს დევნილებს, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ყველას დაუკანონდება ის ფართობები, რომლებშიც ახლა ცხოვრობენ, რათა მათ საშუალება ჰქონდეთ, დაგეგმონ საკუთარი ცხოვრება და მომავალი, ვიდრე დროებით დაკარგულ სახლდკარს დაუბრუნდებიან. ჩვენ ყველა პირობას შევუქმნით მათ, რომ ღირსეულად შეძლონ ცხოვრება, აღარ იყვნენ ხელისუფლების შემწეობასა და მოწყალებაზე დამოკიდებული. ვეღარასოდეს ვერავინ გაბედავს, რომ მათ გარეშე მათი ბედი გადაწყვიტოს! ვეღარავინ გაბედავს დამცირებით, შეურაცხყოფით და ცემა-ტყეპით მათ დაწიოკებას და ღამის სათევად ღია ცის ქვეშ გაყრას, როგორც ეს არა ერთხელ მომხდარა. ჩვენ ამას არ დავუშვებთ! ამის სიტყვას მე გაძლევთ!

ხალხის მიმართ გულგრილობა, ცინიზმი და დაუნდობლობა ამ ხელისუფლების ხელწერად იქცა. ყველას გვახსოვს, როგორ დაამცირა და აბუჩად აიგდო ხელისუფლებამ ჩვენი ვეტერანები – ის ხალხი, რომლებმაც, როცა სამშობლოს უჭირდა, მის დასაცავად თავი გადადეს.

როცა ვეტერანებმა უკიდურესი გაჭირვება და სახელმწიფოს მხრიდან სრული უყურადღებობა ქუჩაში გააპროტესტეს, ხელისუფლებამ, თითქოს საგანგებოდ, სამაგალითოდ, ყველას თვალწინ, ისინი შეურაცხყო და დაამცირა. აი, ასეთ მაგალითს აძლევს ეს ხელისფულება ახალგაზრდა თაობას. მაშინ როცა, ღირსების მქონე სახელმწიფო განსაკუთრებული პატივისცემით ექცევა თავის ვეტერანებს, ამავე სულისკვეთებით ზრდის ის თავის მომავალ თაობას და ამით უჩენს სამშობლოსადმი ერთგულებისა და თავდადების განცდას. მე და ჩემი გუნდი გპირდებით, რომ სახელმწიფო განსაკუთრებულ ყურადღებას გამოიჩენს ვეტერანების მიმართ, იქნება ის მეორე მსოფლიო ომის, აფხაზეთის თუ აგვისტოს ომის მონაწილე, მათი ღვაწლი დაფასდება, დაწესდება სოციალური შეღავათები და მათ ღირსეულად ცხოვრების საშუალება მიეცემათ. ვეტერანთა გარდა, გპირდებით, ჩვენ უყურადღებოდ არ დავტოვებთ სხვა სპეციფიკურ ჯგუფებსაც, რომლებიც დღეს ხელისუფლებისგან მიტოვებული არიან: I და II ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, მარჩენალდაკარგულებს, პოლიტრეპრესირებულებს და ჩერნობილის დაზარებულებს. ჩვენ არ დავუშვებთ 2005 წელს ძალოვანი უწყებებიდან დათხოვნილი მოსამსახურეების დისკრიმინაციას, მათი პენსიები გადაანგარიშდება დღეს მოქმედი ნორმატივების მიხედვით.

მე თქვენ გპირდებით, რომ ვეღარავინ გამოიყენებს ჩვენი ხალხის დამსჯელად პოლიციას, რომელიც ამავე ხალხის სისხლი და ხორცია. სწორედ ამიტომ, აქვე უნდა მივმართო ჩვენს პოლიციელებს: მე ბევრჯერ აღვნიშნე, რომ ჩვენი პოლიციელების უმრავლესობა წესიერი ადამიანია, რომლებიც უანგაროდ და პატიოსნად ემსახურებიან თავის სამშობლოს და ხალხს.

როგორც ჩანს, სააკაშვილი შეაშფოთა ჩემმა სიტყვებმა და რამდენიმე დღის წინ პოლიციელებს მინისტრად დაუნიშნა სისასტიკით ცნობილი ახალაია და ასე ცდილობს დათრგუნოს და დააშინოს არა მარტო მოსახლეობა, არამედ პოლიციელებიც.

დააკვირდით, ხალხო, და ნახავთ, რომ სააკაშვილის ეს ნაბიჯი შეშინებული კაცის გადაწყვეტილებაა. როგორც ჩანს, მას კიდევ უფრო მკაცრი ხელი სჭირდება თავისი ძალაუფლების შესანარჩუნებლად, მას არჩევნებისთვის სჭირდება ზონდერბრიგადები, რომელთა მართვითაც ახალაია არის განთქმული.

მოგმართავთ თქვენ, ჩვენო საამაყო პოლიციელებო! ნურაფრის შეგეშინდებათ! ეს ყველაფერი მალე წარსულს ჩაბარდება, ცოტაც უნდა გავუძლოთ, ყველამ ერთად! ჩვენ ვერ გვაჯობებენ! თუ თქვენ არ შეასრულებთ უკანონო ბრძანებებს, კანონი თქვენ მხარეს იქნება, და არა მარტო კანონი, სამართლიანობა იქნება თქვენკენ. და მაშინ გახსოვდეთ, ასე ვერავინ დაგჯაბნით, თქვენ ვერ მოგერევათ ვერც ერთი კრიმინალი თანამდებობის პირი.

იდექით ხალხის სამსახურში, დაიცავით იგი, თქვენ ხომ სიცოცხლესაც არ დაიშურებთ მისთვის! თქვენ ამას აუცილებლად დაგიფასებთ ჩვენი ხალხი! ჩვენ გვახსოვს და გვემახსოვრება ის თავგანწირვა, რომელიც 23 წლის წინ, 9 აპრილს გამოიჩინა მაშინდელმა პოლიციამ, როცა ხალხს გადაეფარა, რათა ჯალათებისგან დაეცვა იგი.

სწორედ ამის ეშინია სააკაშვილს ცეცხლივით, ეშინია იმის, რომ, თუ საქმე საქმეზე მიდგება, პოლიცია კვლავ ხალხს დაიცავს. რატომღაც მერაბიშვილსაც კი არ ენდო სააკაშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩამოაშორა და პრემიერად გადაიყვანა.

თუმცა, არც მერაბიშვილს დაუხევია უკან სააკაშვილის არა ერთი უკანონო ბრძანების შესრულებაზე. მის სახელს უკავშირდება ის განსაკუთრებული სისასტიკე, რომელიც გამოიჩინეს ძალოვანმა სტრუქტურებმა 7 ნოემბერსა და 26 მაისს, მერაბიშვილი ვერც ქუჩაში დახვრეტილი ბიჭების საქმეებს ჩამოირეცხავს.

ახალმა პრემიერ-მინისტრმა ზარზეიმით წარმოგვიდგინა მთავრობის პროგრამა. ეს პროგრამა სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური პლაგიატი – ჩვენი პროგრამების მითვისების მცდელობა. ჩვენს შორის ერთი სერიოზული განსხვავებაა. ჩვენ დაპირებებს ტყუილად არ ვიძლევით, კარგად გათვლილი და გაანგარიშებული გვაქვს ყველაფერი.

მერაბიშვილის ციფრები კი მხოლოდ ამომრჩველთა ყურისთვის არის განკუთვნილი და მათი გულის მოსაგებად არის ნათქვამი. თუმცა, ისინი ტყუილებშიც თავის სიძუნწეს ვერ ერევიან! ჯერ რიხით აცხადებენ 1000-ლარიან დახმარებას და შემდეგ სასხვათაშორისოდ დააყოლებენ, რომ ეს 4 წელზე გათვლილი თანხაა ერთი ოჯახისთვის. და რა გამოდის? რას ჰპირდებიან სინამდვილეში ხალხს დ ერთ ოჯახს წელიწადში 250 ლარს, ანუ თვეში 20 ლარს.

ხალხის მოსატყუებლად ისიც კი იკადრეს, რომ დასაქმების სამინისტრო შექმნეს. სამინისტროს შექმნით რომ სამუშაო ადგილები არ იქმნება, ეს მათ ზუსტად იციან. სამუშაო ადგილებს ბიზნესი ქმნის, ჯანსაღი ბიზნესგარემო, არადა, სწორედ ეს მოსპო სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ, რამაც ხალხის გაღატაკება გამოიწვია. ყველას გვახსოვს ხელისუფლებისეული დასაქმების კამპანიები. ვითომ უმუშევრობის საკომპენსაციოდ დარიგებული ფული, ტელეკამერების წინ სხვადასხვა საწარმოში ვითომ დასაქმებისთვის პრეზიდენტის მიერ მიყვანილი უმუშევრები, გვახსოვს ლენტების გაუთავებელი ჭრა ჯერარარსებული საწარმოებისა და დაუმთავრებელი საავადმყოფოების ფონზე. შედეგად მივიღეთ სიღატაკის ზღვარს ქვემოთ ოფიციალურად დარეგისტრირებული მილიონამდე მოქალაქე და თითქმის ამდენივე ადამიანი, რომელიც ღატაკისათვის განსაზღვრულ შემწეობას ელოდება. ხელისუფლებამ მშვენივრად იცის, სადამდე მიიყვანა ქვეყანა და ხალხი, და იმის მაგივრად, რომ რეალურად რამე შეცვალოს, ისევ ხალისთვის თვალში ნაცრის შეყრა გადაწყვიტა. ქართველი ხალხი დიდხანს ატყუეს, გააღატაკეს და ახლა, რა შთამბეჭდავი ციფრებიც არ უნდა დაასახელონ, ჩვენი ხალხი აღარ მოტყუვდება. ესენი ჩვენს ხალხს არ იცნობენ! ჩვენმა ხალხმა ბევრი მოითმინა, ბევრიც აპატია, მაგრამ მოთმენა და პატიება ამ ხელისუფლებამ მას სიბრიყვედ ჩაუთვალა და ახლაც ფიქრობს, რომ ადვილად დაიმორჩილებს. ხალხის გაბრიყვება აღარ გამოუვათ! ეს დამთავრდება, და ამას ჩვენ აუცილებლად დავამთავრებთ!

ახლა ცალკეულ გასაჭირს როგორ მოევლება, იმას გეტყვით პატიოსნად. თქვენ, პირველ რიგში, პატიოსნებას იმსახურებთ. ქართლელებო, თქვენ ხომ მხოლოდ ბრძოლისთვის არ გაჩენილხართ, თქვენ შრომისა და საქმიანობისთვის, ძმობისა და მეგობრობისთვის უნდა გეცხოვრათ, და იცხოვრებთ კიდეც, გპირდებით!

ჩვენ ყველაფერი ზედმიწევნით დათვლილი და დაანგარიშებული გვაქვს. ჩვენ ვაცხადებთ, რომ ძლიერი სოფელი ძლიერი ქვეყნის საფუძველია. „ქართულ ოცნებას“ დაგეგმილი აქვს, ააღორძინოს ქართული სოფელი და ამისათვის შექმნას ერთმილიარდიანი ფონდი. ამ ფონდის დახმარებით სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მოქალაქეები შეძლებენ გრძელვადიანი, ხელმისაწვდომი და შეღავათიანი სესხების აღებას და ამ ფულით სარგებლობას.

ქართლში მეხილეობის აღორძინებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. თუმცა, მეხილეობის აღორძინება წარმოუდგენელია გასაღების ბაზრების გარეშე. ჩვენი ხელისუფლების უგუნურობამ გლეხი ტრადიციული ბაზრების გარეშე დატოვა და, სამწუხაროდ, ვერც ახალი ბაზრების გამონახვა მოხერხდა. ჩვენ აუცილებლად ვიზრუნებთ და გამოვნახავთ ბაზარს და გლეხს გაუსაღებელი მოსავალი აღარ დარჩება. საქართველოში წარმოებული ეკოლოგიურად სუფთა ხილი და ბოსტნეული დიდ შემოსავალს მოუტანს გლეხს, ფერმერს და მთელ ქვეყანას. ჩვენ ამას გპირდებით!

სოფლის მეურნეობის აღორძინება ვერ მოხდება კვების მრეწველობისა და გადამმუშავებელი საწარმოების გარეშე. ჩვენ ხელს შევუწყობთ მცირე და საშუალო საწარმოების შექმნას. ჩვენ აღარ ვიქნებით დამოკიდებული უცხოეთიდან შემოტანილ პროდუქტზე. ბაზარში კვლავ დაბრუნდება იაფი და ამავე დროს ხარისხიანი ადგილობრივი ბოსტნეული, ხილი, ხორცი. საბოლოოდ, კი სოფლის განვითარება საქართველოს კეთილდღეობას ჩაუყრის საფუძველს.

მე, ბიძინა ივანიშვილი, სიტყვას გაძლევთ, რომ ყველა სოფელს და თითოეულ ოჯახს კეთილდღეობის გზაზე დავაყენებ. ჩვენი გეგმა თავიდანვე ითვალისწინებს იმას, რომ უნდა შეიქმნას რეალური სამუშაო ადგილები, ასეთი სამუშაო ადგილების რაოდენობა ათეულობით ათასი იქნება. მე გპირდებით, რომ გაუქმდება მონოპოლიური ბიზნესი, ბიზნესისათვის დაწესდება შეღვათები, უსაფრთხო გარემო ექნებათ უცხოელ ინვესტორებს, რაც ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას.

ამავე დროს, რაც განსაკუთებით მნიშვნელოვანია, ჩვენ დავადგენთ საარსებო მინიმუმის ახალ, რეალურ ზღვარს. ცხადია, ეს ზღვარი აღარ იქნება დამამცირებელი. პენსია არ იქნება იმაზე ნაკლები, ვიდრე საარსებო მინიმუმია. აღარც ერთ ოჯახს აღარ გაუჭირდება შვილებისთვის სახელმძღვანელოების შეძენა, და აღარც ბავშვებს დასჭირდებათ სხვა სოფლის სკოლაში მისასვლელად ყოველდღიური მომქანცველი გზის გავლა. ყოველ სოფელს თავისი სკოლა ექნება. მასწავლებელი იამაყებს თავისი პროფესიით, რადგან მატერიალურადაც სათანადოდ იქნება მისი შრომა დაფასებული და რეალური პროფესიული გადამზადებაც მისთვის თავისუფლად ხელმისაწვდომი გახდება.

გორელებო, ქართლელებო, განათლების აი, ასეთ რეფორმას გპირდებათ „ქართული ოცნება“!

მაგრამ, არც ეს კმარა, რათა მშვიდად იცხოვროთ. თქვენი ჯანმრთელობის დაცვაზე ზრუნვა მთავარია ჩვენთვის, ჩვენი „ქართული ოცნებისთვის“. ჯანდაცვის საქმე რომ 20 წელზე მეტია, სამწუხაროდ, სულ უკან-უკან მიდის, ყველამ კარგად იცით. ამ ხელისუფლებამ ვითომ ახალი საავადმყოფოები ააშენა, მაგრამ იქ მისვლა და მკურნალობა ისე ძვირი ღირს, პატიოსან კაცს სახლ-კარის ფასად უჯდება. ოპერაცია და წამლებიც ისე გაძვირდა, რომ ჩვეულებრივი ადამიანისთვის მიუწვდომელია. ამიტომ ავადმყოფობა ჩვენი მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით კი პენსიონერებისა და გაჭირვებული ადამიანებისთვის, ხშირად, სასიკვდილო განაჩენია. ეს უნდა შეწყდეს!

„ქართული ოცნება“ ბოლოს მოუღებს ამ უსულგულობას! ყველას ექნება დ ყოველ თქვენგანს დ სამედიცინო დაზღვევა, გპირდებით ამას! ჩვენ ჯანსაღი, განათლებული, მშრომელი, ღირსებით სავსე და ამაყი ხალხის ხელისუფლება უნდა ვიყოთ. ჩვენ მივაღწევთ ამას, ჩვენ – ყველანი ერთად!

ჩვენს ხელისუფლებას ეცოდინება და არასდროს დაავიწყდება ადამიანის ფასი, ეცოდინება, რომ ყოველ თქვენგანს, ყოველ ადამიანს თვალის ჩინივით უნდა გაუფრხილდეს!

ჩვენ ყველა დაპირებას შევასრულებთ, ამის სიტყვას მე გაძლევთ!

ეს ხელისუფლება რომ დამთავრდება, მის ძალაუფლებას რომ ბოლო ეღება, ამას უკვე თავად სააკაშვილიც კარგად ხედავს და გრძნობს, რადგან მისი ბოლოდროინდელი მოქმედებები ჩემი და ჩემი გუნდის წინააღმდეგ, მხოლოდ გონებაარეული კაცის ნაფიქრალი შეიძლება იყოს. სახელმწიფოს მეთაურები ასე არ იქცევიან! ის სანქციები, რომლებსაც სააკაშვილი ჩემ წინააღმდეგ ახორციელებს, ყაჩაღობაა, ხალხო! მას არ ენაღვლება არც კანონი, არც სამართალი, არც საზოგადოების განწყობა, და, რაც განსაკუთრებით თვალშისაცემია, აღარც დასავლელი პარტნიორების აზრი აინტერესებს, რასაც ამდენ ხანს მეტ-ნაკლებად მაინც უწევდა ანგარიშს. „ქართუ ჯგუფის“ დაყადაღებით და ქონების გაყიდვით სააკაშვილმა მთელს საერთაშორისო საზოგადოებას დაანახა, როგორ ებრძვის პოლიტიკურ ოპონენტს. ამ ბანკის ჩამორთმევა ვერაფერს ავნებს ჩემს კაპიტალს. „ბანკი ქართუ“ ინვესტიციაა, ეს ის პროექტია, რომელიც მე ჩემი სამშობლოსა და ხალხის ხელშეწყობისათვის განვახორციელე. ეს ბანკი მე ჩემი მოგებისთვის არ გამიხსნია!

დღეს სხვადასხვა ბანკის სესხის გამო ასობით ათას ჩვენს თანამემამულეს სიღატაკე და სახლებიდან გამოყრა ემუქრება. ჩვენ ვსწავლობთ ამ პრობლემას და აუცილებლად გამოვნახავთ ისეთ გამოსავალს, რომ ამ ხალხს დავეხმაროთ და არც საბანკო სისტემა დავაზიანოთ. ამ მეთოდებით ჩემი დამარცხება შეუძლებელია, ჩვენი დამარცხება შეუძლებელია, რადგან ჩვენს მხარეს არის კანონი და სამართალი, რომელსაც მთელი ცივილიზებული სამყარო აღიარებს.სააკაშვილს ყველა თავისნაირი ჰგონია, სწორედ ამიტომ ფიქრობს, რომ პოლიტიკოსის მთავარი კაპიტალი ფულია. ჩემი კაპიტალი, რომელიც დღითი დღე სულ უფრო იზრდება, თქვენი ნდობაა, რომელიც მე ჩემმა ხალხმა გამომიცხადა, ჩემი ოცნების ხალხმა, ანუ თქვენ. სწორედ ამ ბრძოლაში აუცილებლად დამარცხდება სააკაშვილი. ჩვენ გავიმარჯვებთ და სამართლიანობა აღდგება. არ გამოუვათ არაფერი, ვერაფერს დაგვაკლებენ!

ჩემთან ბრძოლისთვის, ჩვენთან ბრძოლისთვის, საკუთარ ხალხთან ბრძოლისთვის უკან აღარაფერზე იხევენ. სააკაშვილმა დაჰყო ქართული საზოგადოება, მას ჰყავს თავისი ჟურნალისტები, თავისი მსახიობები, რეჟისორები, მასწავლებლები. საზოგადოება დაყო ასაკის მიხედვით, ენის ცოდნის მიხედვით და ისეთ სფეროშიც კი შეიჭრა და იქაც კი გახლიჩა ადამიანები, როგორიცაა სპორტი, სადაც გუნდურობა წარმატების საწინდარია.

მან საქართველოში სპორტის პოლიტიზება შეძლო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში, წესით, საამაყო და სანიმუშო სპორტსმენს მთავრობა არა სპორტული მიღწევების, არამედ ხელისუფლებისადმი ყურმოჭრილი მორჩილების მიხედვით აფასებს. ეს სპორტსმენის გადაგვარებას ნიშნავს.

ცნობილია, რომ პოლიტიკური ოპონენტებისა და ხელისუფლებით უკმაყოფილო მოქალაქეების დასაშინებლად, დასაჩაგრავად და დასასჯელად სწორედ ჯან-ღონით გამორჩეული სპორტსმენებისგან ქმნიან სამარცხვინო რაზმებს. თანაც, ისიც ცნობილია, რომ ეს რაზმები დაუნდობლად სწორედ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ სპორტსმენებს უსწორდებიან.

რასაც არ უნდა ჰპირდებოდეს თავის მორჩილ სპორტსმენებს ეს ხელისუფლება, ჩვენ მათ მხოლოდ სამართლიან კანონს ვპირდებით, და არავითარ შემთხვევაში – შურისძიებას! ჩემო ძმებო, ჩემო შვილებო! ნუ ჩაიდენთ უპატიებელ დანაშაულს. სამარცხვინოა, რომ 21-ე საუკუნეში საქართველოს ხელისუფლებამ შექმნა ჯგუფები, რომლებსაც ხალხმა ფაშისტური სპეცდანიშნულების ქვედანაყოფის სახელი – „ზონდერბრიგადები“ შეარქვა. კიდევ უფრო სამარცხვინოა ის, რომ მათი ხელმძღვანელი საქართველოს პარლამენტის წევრია. ჩვენ გავათავისუფლებთ ამ ქვეყანას ამ სამარცხვინო სენისაგან, ჩვენ მოვსპობთ დაპირისპირებას საზოგადოებაში, არავის მოეთხოვება ხელისუფლების ერთგულება, ყველანი ჩვენი სამშობლოს, საქართველოს ერთგული უნდა ვიყოთ! ეს იქნება ჩვენი ქვეყნის განვითარების გზა, ეს არის გზა ცივილიზაციისაკენ!

ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ დავამთავრებთ დაპირისპირებას, ქვეყანა აღარ იქნება დაყოფილი ხელისუფლების უტეხ მომხრეებად და შეუპოვარ მოწინააღმდეგეებად. ჩვენ საერთო ქვეყანას ავაშენებთ, სადაც ცხარედ, მაგრამ ცივილიზებულად ვიკამათებთ ქვეყნისათვის საჭირბოროტო საკითხებზე, მაგრამ აღარასოდეს, აღარასოდეს დავუპირისპირდებით ერთმანეთს ძალით, აღარასოდეს გავახარებთ საქართველოს დანაწევრებისა და შინააშლილობის მოსურნეს!

შემოდგომაზე არჩევნებზე გელოდებით, პატიოსანი არჩევანი გავაკეთოთ და ჩვენც დავრწმუნდეთ და მთელ მსოფლიოსაც ვაჩვენოთ, რომ ცივილიზებული სამყაროს ღირსეული წევრი ვართ!

ჩვენ გავიმარჯვებთ, საქართველო გაიმარჯვებს, ჩვენი ხალხი, ჩვენი ქართული ოცნება გაიმარჯვებს! მე გპირდებით, რომ თქვენთან ერთად ვიბრძოლებ და არჩევნებით შევცვლით ამ ხელისუფლებას! ამ ბრძოლაში ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით! მხოლოდ ერთად დგომით მოვიგებთ ამ ბრძოლას!

ჩვენ გვწამს და მტკიცედ გვჯერა, რომ გავიმარჯვებთ არჩევნებში, ქართველი ხალხი გაიმარჯვებს, საქართველო გაიმარჯვებს, ჩვენ ერთად შევქმნით უკეთეს მომავალს და ერთად ავისრულებთ ქართულ ოცნებას!

გაზიარებაTweetSend

ასევე რუბრიკაში

მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

by
16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

by
17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

by
13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

by
08:02; 22 თებერვალი, 2021
მთავარი თემა

“სკოლა, ამდენი ბავშვი და უსაფრთხოების გარანტიის მინიმუმიც არ არსებობს!”

by
07:02; 22 თებერვალი, 2021

"მედია ჯგუფი" ჟურნალისტების კვალდაკვალ და შეუშფოთებელი დიპკორპუსი

მანანა კობახიძე: ”ცოტა ცინიკურია, როდესაც მმართველი პარტია პოლიტიკური თამაშის წესებს გვთავაზობს“

ყველა სიახლე

ვაკეში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის ახალი დეტალები
სამართალი

ვაკეში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის ახალი დეტალები

by რუსა ოქრუაშვილი
21:49; 27 მაისი, 2022
“ტიტველი დამრჩა ბავშვი”-აივნის თოკებზე გაფენილი სარეცხი მოიპარეს
საზოგადოება

“ტიტველი დამრჩა ბავშვი”-აივნის თოკებზე გაფენილი სარეცხი მოიპარეს

by რუსა ოქრუაშვილი
21:25; 27 მაისი, 2022
მაასიკასი: რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის ნაწილის აღებამ არ უნდა შეაფერხოს ევროკავშირში გაწევრიანება
მსოფლიო

მაასიკასი: რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის ნაწილის აღებამ არ უნდა შეაფერხოს ევროკავშირში გაწევრიანება

by რუსა ოქრუაშვილი
20:50; 27 მაისი, 2022
შეურაცხყოფას აყენებდნენ საფლავზე მოსულ მოქალაქეებს-კონსტანტინე გამსახურდია
ფეისბუქსტატუსები

შეურაცხყოფას აყენებდნენ საფლავზე მოსულ მოქალაქეებს-კონსტანტინე გამსახურდია

by რუსა ოქრუაშვილი
19:38; 27 მაისი, 2022
“დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ”- 6 წელი გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან
პოლიტიკა

ღარიბაშვილი ოპოზიციას: ნუ ნერვიულობთ, მთავარ კითხვაზე მოგიწევთ პასუხის გაცემა

by რუსა ოქრუაშვილი
18:59; 27 მაისი, 2022
კობახიძე: როგორც კი პოლიტიკა გათავისუფლდება კრიმინალებისგან ევროპული ქვეყანა გავხდებით
პოლიტიკა

კობახიძე: როგორც კი პოლიტიკა გათავისუფლდება კრიმინალებისგან ევროპული ქვეყანა გავხდებით

by რუსა ოქრუაშვილი
18:56; 27 მაისი, 2022
სროლა თბილისში, არაყიშვილის ქუჩაზე
სამართალი

სროლა თბილისში, არაყიშვილის ქუჩაზე

by რუსა ოქრუაშვილი
18:42; 27 მაისი, 2022
შეუმცირდათ თუ არა სასწრაფო დახმარების ცენტრის თანამშრომლებს სახელფასო ანაზღაურება
საზოგადოება

შეუმცირდათ თუ არა სასწრაფო დახმარების ცენტრის თანამშრომლებს სახელფასო ანაზღაურება

by რუსა ოქრუაშვილი
17:17; 27 მაისი, 2022
სამტრედიელი თორნიკე კამკამიძე და მამუკა ჭახნაკია ახალგაზრდულ ნაკრებში გამოიძახეს
სპორტი

სამტრედიელი თორნიკე კამკამიძე და მამუკა ჭახნაკია ახალგაზრდულ ნაკრებში გამოიძახეს

by ნინო ნანიტაშვილი
16:39; 27 მაისი, 2022
ოზურგეთში ინფიცირების ახალი შემთხვევები დაფიქსირდა
კორონავირუსი

ინფიცირების ახალი შემთხვევები ოზურგეთში

by რუსა ოქრუაშვილი
16:02; 27 მაისი, 2022
“ლელობურთის” თამაშის შემდეგ მამაკაცი გარდაიცვალა
საზოგადოება

ცოტა ხნის წინ ფოთში, მეტალურგიულ ქარხანაში აფეთქება მოხდა

by ჯემალ ღამბაშიძე
15:49; 27 მაისი, 2022
რა გაიღო მთავრობამ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად
პოლიტიკა

რა გაიღო მთავრობამ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად

by რუსა ოქრუაშვილი
15:43; 27 მაისი, 2022
გამორთეთ ტელევიზორი- ყოფილი ტელეჟურნალისტი რუსეთის მოსახლეობას მიმართავს
მსოფლიო

გამორთეთ ტელევიზორი- ყოფილი ტელეჟურნალისტი რუსეთის მოსახლეობას მიმართავს

by რუსა ოქრუაშვილი
15:36; 27 მაისი, 2022
უკრაინაში ომის რისკი საკმაოდ მაღალია – ირაკლი კობახიძე
პოლიტიკა

კობახიძე პრეზიდენტზე: 26 მაისს, საზეიმო დღეს, როცა არ იცი რაზე უნდა ისაუბრო, ესაა პრობლემა

by რუსა ოქრუაშვილი
15:09; 27 მაისი, 2022
ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საზოგადოება

ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

by რუსა ოქრუაშვილი
14:32; 27 მაისი, 2022

დღის ფოტო

“აი იყო სულ?”-გურული ბაღნები  ბოლო ზარზე
დღის ფოტო

“აი იყო სულ?”-გურული ბაღნები  ბოლო ზარზე

by გიორგი გირკელიძე
14:47; 20 მაისი, 2022
0

შოკოლადის ტრფიალი ივი

შოკოლადის ტრფიალი ივი

11:39; 18 მაისი, 2022

ფეისბუქსტატუსები

შეურაცხყოფას აყენებდნენ საფლავზე მოსულ მოქალაქეებს-კონსტანტინე გამსახურდია
ფეისბუქსტატუსები

შეურაცხყოფას აყენებდნენ საფლავზე მოსულ მოქალაქეებს-კონსტანტინე გამსახურდია

by რუსა ოქრუაშვილი
19:38; 27 მაისი, 2022
0

“დარეჯან, ძალიან გავბრაზდი, რომ დაგაჯარიმეს” – სააკაშვილი ცხვიტარიას

სულ უფრო მიჭირს გადადგილება, მაქვს ტკივილები- მიხეილ სააკაშვილი

22:42; 24 მაისი, 2022

გურია ნიუსი

[email protected]
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  My Software  2021 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • კორონავირუსი
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო

© 2022 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.