“კარგად იცნობთ ეკას, იურისტი, ყველასთვის ცნობილი ადვოკატი და უფლებათა დამცველი. 2008 წელს გაყალბებული არჩევნების პროტესტის ნიშნად უარი თქვა დეპუტატობის მანდატზე. დღემდე იცავს ადამიანის უფლებებს და არა ერთი ადამიანისთვის მოუპოვებია თავისუფლება. ფოთთან განსაკუთრებული სიყვარული და ურთიერთობა აკავშირებს. იქნება ყველა ფოთელის დამცველი,” – ასე წარადგინა საზოგადოებასთან ეკა ბესელია ბიძინა ივანიშვილმა.
ეკა ბესელიას განმარტებით, ფოთელების პრობლემების გადაწყვეტაზე მასთან ერთად უკვე მუშაობს ჯგუფი, რომელსაც მოსახლეობას რამდენიმე დღეში გააცნობენ.
“ძალიან მიხარია. ჩემთან ერთად კარგი ჯგუფი მუშაობს. ვართ არა მარტო კვლევის პროცესში, არამედ გვაქვს პრობლემის გადაწყვეტის ჩვენი ხედვაც, რომელსაც ფოთის მოსახლეობას შევთავაზებთ. ვფიქრობ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და საპასუხისმგებლო, ამ ეტაპზე, ჩვენი მხარდაჭერით სამეგრელოს რეგიონს მივეხმაროთ. ბუნებრივია განსაკუთრებული სტატუსი ფოთს აქვს.
ძალიან მიყვარს ფოთი. მე ძალიან საპატიოდ მიმაჩნია ჩემი იქ წარდგენა. მე ვიქნები თოთოეული ფოთელის დამცველი. დარწმუნებული ვარ, ამ მაჟორიტარულ ოლქში “ქართული ოცნება” გავიმარჯვებთ. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ფოთელების განწყობაში. ძალიან კარგად ვიცნობ ქალაქ ფოთის ძლიერ და სუსტ მხარეებს. არანაირი კონკურენციის არ მეშინია. მე მჯერა ფოთელების, რომ ისინი ძალიან სწორ არჩევანს გააკეთებენ” – განაცხადა ბესელიამ.