_ მთავრობის სხდომაზე ჩამოვყალიბდებით და დეტალურად გავივლით ყველა საკითხს. ჯერ არ ვიცით რამდენია ზარალი. ეს, ასე უცებ არ დადგინდება, _ აღნიშნა ნიკოლაიშვილმა.
მისივე თქმით, სტიქიას მძიმე შედგები კახეთის გარდა, სამცხე-ჯავახეთში და მცხეთა-მთიანეთში მოყვა.
ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, დეტალების გაცნობის შემდეგ გაირკვევა იმ კომპენსაციის ოდენობა, რასაც დაზარალებულ ოჯახებს გადაუხდიან:
_ როგორც ვიცით, საკმაოდ მძიმე შედეგებია _ მოსახლეობას მოსავალი გაუნადგურდა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მათ დასახმარებლად, _ თქვა ნიკოლაიშვილმა და დასძინა, რომ დამატებით დეტალებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მოგვაწვდის.