ე. წ კარალეთის საქმეზე დაკავებულმა კახაბერ გოგიაშვილმა საგარეჯოს დროებითი მოთავსების იზოლატორში შიმშილობა გამოაცხადა.
როგორც “ქართული ოცნების” ქვემო ქართლის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელმა თედო კობახიძემ გვაცნობა, იზოლატორის უფროსის, ნიკოლოზ გაბაშვილისა და და მისი თანამშრომლების მხრიდან ადგილი აქვს კახაბერ გოგიაშვილის მიმართ წამებას და არაადამიანურ მოპყრობას.
კახაბერ გოგიაშვილი: „სასამართლოს სხდომის შემდეგ გადმომიყვანეს საგარეჯოს დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც დღემდე მეპყრობიან დამამცირებლად, მილახავენ ღირსებას. ჩემი, როგორც “ქართული ოცნების” წევრის მიმართ, არის არაადამიანური დამოკიდებულება საგარეჯოს დროებითი მოთავსების იზოლატორის თანამშრომლების, პოლიციელების მხრიდან.
დეტალურად მოგახსენებთ, რომ 14 ივნისს, მას შემდეგ, რაც საგარეჯოს “დმი” მიმიყვანეს, აქ მყოფმა თანამშრომლებმა რომ გაიგეს, რომ ვიყავი “ქართული ოცნების” მხარდამჭერი, დამიწყეს დედის გინება, მეუბნებოდნენ, რომ მეგინებინა დედა ბატონი ბიძინა ივანიშვილისთვის, კახი კალაძისთვის, ზურაბ ზვიადაურისთვის და საერთოდ, “ქართული ოცნებისთვის”,
სამი დღის განმავლობაში, ვიდრე შემოვიდოდნენ ბატონი თედო კობახიძის მიერ გამოგზავნილი ადვოკატები, თითქმოს ყოველ ორ წუთში ერთხელ მიღებდნენ ე.წ “ფორთოჩკას” და მაგინებდნენ დედას, არ მაჭმევდნენ საჭმელს, თუ არ შევიცვლიდი აზრს…..
… გამოვყავდი საპატიმრო ოთახიდან, მაჩოქებდნენ, მირტყამდნენ თავში, ასევე საჯდომზე მირტყამდნენ პანჩურებს, მაგინებდნენ და მაიძულებდნენ, რომ ხმამაღლა მეყვირა “ბიძინა” და ასევე ყვირლით მეგინებინა ქართული ოცნების ლიდერებისთვის, რაც არ გამიკეთებია და არც გავაკეტებს არანაირი ზეწოლის მიუხედავად.
ასევე, არ გავყავდი საპირფარეშოში, მივყავდი იქამდე, რომ შეიძლება ბუნებრივი მოთხოვნილება იმავე ოთახში დამეკმაყოფილებინა, სადაც მამყოფებდნენ და სადაც არ არის სველი წერტილები.
მას შემდეგ, რაც ბატონი თედო კობახიძის ადვოკატები ჩავაყენე საქმის კურსში, დროებითი იზოლატორის უფროსმა ნიკოლოზ გაბაშვილმა მათი წასვლის შემდეგ კვლავ მაგინა და მითხრა, “ხომ თქვი ყველაფერი, ახლა მოგეტ… ბა დედის ტრ…კი და რაც თქვი, შენს თავს დააბრალეო…
… როდესაც ვითხოვ საპირფარეშოში გასვლას და ვეუბნები ამის შესახებ “დმი” თანამშრომლებს, ისინი მეუბნებიან, რომ თუ შევაგინებ “ქართულ ოცნებას, გამიყვანენ ბუნებრივი მოთხოვილებების დასაკმაყოფილებლად. და რო არ ვაგინებ, გადის საათები, ვიდრე საპირფარეშომდე გამიყვანენ, ჩაფსმამდე მივყავარ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო, დღეიდან ვაცხადებ შიმშილობას, გთხოვთ ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირველმა ადრესატმა დაიწყოთ საჩივარში მოყვანილი ფაქტების გამოძიება. გამოავლინოთ დამნაშავე პირები, დასაჯოთ ისინი კანონის სრული სიმკაცრით.”
წერილის პირველი ადრესატი გახლავთ საქართველოს მთავარი პროკურორი, მურთაზ ზოდელავა.
კახა გოგიაშვილი რეაგირებისთვის ასევე მიმართავს: “ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარეს, მანანა კობახიძეს, სახალხო დამცველს გიორგი ტუღუშს, ასევე ლაშა თორდიას და გიგა ბოკერიას.