https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

    კრასნოდარის მხარეში დრონებმა მილსადენი და ორი გემი დააზიანეს

    ვიქტორ ორბანი – უკრაინის ჩამოშლა უნგრეთისთვის კატასტროფა იქნება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ჭუჭყსა და მტვერში მიმოფანტული წიგნები, რომლის განადგურებას ხელს არავინ უშლის

0:01; 1.01.1970
კულტურა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ბიბლიოთეკების ისტორია, საქართველოში ეკლესია-მონასტრების საქმიანობას უკავშირდება. ისტორიული წყაროები მოწმობენ, რომ ეკლესია-მონასტრების დაარსებისთანავე წიგნსაცავის შექმნაზე ზრუნავდნენ. ყველა მათგანს საკუთარი წიგნსაცავი ჰქონდა. ბიბლიოთეკები, ძირითადად, შემოწირული წიგნებით ივსებოდა. X საუკუნეში უკვე მოწესრიგებული ჩანს წიგნების დაცვის, სარგებლობისა და აღნუსხვა-აღწერის საქმე. წიგნით სარგებლობა მხოლოდ საცავში შეიძლებოდა. დიდ კულტურულ-სამწიგნობრო ცენტრებს, რომლებიც გრიგოლ ხანძთელის თაოსნობით VIII-IX საუკუნეებში ტაო-კლარჯეთში შეიქმნა, თავისი ბიბლიოთეკა ჰქონდა.

შემდგომში, ეს სფერო განვითარდა და კომუნისტების პერიოდში, ყველა სოფელს საკუთარი ბიბლიოთეკა ჰქონდა _ საკმაოდ დიდი წიგნადი ფონდით. 1991-92 წლებში, საქართველოში 8 000 ბიბლიოთეკა იყო, დღეს კი 560-ია. 2005 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო "კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’და ბიბლიოთეკები სამართავად ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს გადაეცა. ამის შემდეგ, ბევრ მუნიციპალიტეტში სოფლის ბიბლიოთეკები საერთოდ დაიხურა, ზოგან კი საჯარო სკოლებს შეუერთდა, თუმცა, მოგვიანებით სკოლებში გარეშე პირების შესვლა აკრძალეს, რამაც მკითხველებს წიგნებით სარგებლობის შესაძლებლობა შეუზღუდა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, ჩოხატაურში 44 ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს, თუმცა, ეს რომ სიმართლეს არ შეესაბამება, ჩოხატაურის საბიბლიოთეკო გაერთიანების ხელმძღვანელთან, მაია მელუასთან საუბრიდანაც ირკვევა. მელუას თქმით, ჩოხატაურში სოფლის ბიბლიოთეკები 2007 წელს გააუქმეს და მხოლოდ ცენტრალური ბიბლიოთეკა დატოვეს.

_ ახლახან 6 ბიბლიოთეკა აღვადგინეთ. ამ ეტაპზე ჩოხატაურში ბიბლიოთეკები ფუნქციონირებს _ ვან-ზომლეთში, ხიდისთავში, საჭამიასერში, ქვენობანში, შუა ამაღლებასა და ამაღლებაში, ხევში, დაბლაციხეში, ბუკისციხეში და თავისთავად ცენტრალური ბიბლიოთეკა, _ აღნიშნა მელუამ ჩვენთან საუბრისას.

მისივე ინფორმაციით, 2000 წლისთვის, ჩოხატაურში 31 ბიბლიოთეკა ფუნქციონირებდა. შესაბამისად, უცნობია, რატომ წერია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე, რომ 44 ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს. მართალია, მითითებულია, რომ წყარო ვიკიპედიაა, მაგრამ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ვიკიპედიაზე უკეთესად არ უნდა იცოდეს, რამდენი ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს მუნიციპალიტეტში?!

აღსანიშნავია, რომ სოფლის ბიბლიოთეკების გაუქმებასთან ერთად, დაიკარგა და განადგურდა დიდი ფონდი, რომლის აღდგენა, სპეციალისტების აზრით შეუძლებელია. სამწუხაროდ, ამაში მონაწილეობა ყველამ მიიღო, მათ შორის რიგითმა ადამიანებმა _. არავის უზრუნია უნიკალური წიგნების გადარჩენაზე.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლესუბნის ცენტრში ბიბლიოთეკის შენობას მხოლოდ აბრა აქვს შემორჩენილი, რომელიც გვამცნობს, რომ ეს ბიბლიოთეკა ააშენა და თანასოფლელებს მიუძღვნა აკადემიკოსმა ნიკოლოზ ბერძენიშვილმა.

ამ შენობას ახლა არც კარი აქვს და არც ფანჯარა; ცნობილი მწერლების ფოტოები, რომლებიც ერთ დროს სტენდზე იყო გაკრული მიწაზე ყრია; მტვერსა და ნაგავში ლპება ათობით უნიკალური წიგნი. მათ შორის, ჩეხოვის, ნოდარ დუმბაძის, ანა კალანდაძის კრებულები, უამრავი მეცნიერული ნარკვევი.

"გურია ნიუსმა" ნაბიბლიოთეკარში ისტორიული ჟურნალის ნაწილი აღმოაჩინა, რომელშიც აღნიშნულია, თუ რა და რომელ წელს გამოცემული წიგნები იყო დაცული გოგოლესუბნის ბიბლიოთეკაში.

1050 წიგნის ისტორიის გაგება, სწორედ ამ ჟურნალით არის შესაძლებელი. სავარაუდოდ, ჟურნალს ბევრი ფურცელი აკლია.

ადგილობრივები ჩვენთან საუბრისას ამბობენ, რომ ხელისუფლებას წიგნების გადარჩენის მოთხოვნით არაერთხელ მიმართეს, საბიბლიოთეკო გაერთიანების ხელმძღვანელი, მაია მელუა კი, გოგოლესუბნელებს უყურადღებობაში ადანაშაულებს:

_ როცა ბიბლიოთეკები გაუქმდა, შტატში 5 ადამიანი დავრჩით. პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, ყველაფრისთვის თვალყური გვედევნებინა. როცა გოგოლესუბნის ბიბლიოთეკა ვნახე, მეგონა, გული გამისკდებოდა. ყველაფერს ჩვენ ნუ დაგვაბრალებენ. კარგი იყო, ხინკლებს რომ ხარშავდნენ მაგ წიგნების ფურცლებით? _ ამბობს მელუა.

_ გასაგებია, რომ რიგითი ადამიანები უყურადღებოდ მოიქცნენ, მაგრამ ხომ არსებობდნენ პირები, რომლებსაც წიგნების გადარჩენის ვალდებულება ჰქონდათ? ხომ შეიძლებოდა ის წიგნები, თუნდაც სკოლაში შენახულიყო ან სოფლის ხელმძღვანელობას კაბინეტში გადაეტანა?

_ ადგილობრივებიც ცუდად მოიქცნენ. ის, რაც გოგოლესუბნის ბიბლიოთეკაში მოხდა, სხვაგან არ მომხდარა. მე შემიძლია გაჩვენოთ ბევრი სოფლის ბიბლიოთეკის ფონდი, რომელიც შენახული და მოვლილია. რამდენიმე ხნის წინ, მაგ ბიბლიოთეკის აღწერა მოხდა და ის წიგნები, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია შევინახეთ.

_ ჩვენ ჩვენი თავლით ვნახეთ ათობით მნიშვნელოვანი წიგნი, რომელთა გამოყენებაც შეიძლება… მათ არც ფურცლები აქვთ გაფუჭებული და არც სხვა დაზიანება გააჩნიათ…

_ შეიძლება, აღწერის დროს გამორჩათ. მანდ ისეთი სიტუაცია იყო, რომ სულ პირახვეულები მუშაობდნენ.

_ ქალბატონო მაია, ახლა ჩვენ გაქვს ისტორიული ჟურნალი, რომელიც ნაბიბლიოთეკარში ვიპოვეთ და რომელიც მოწმობს, თუ რამდენი და რომელ წელს გამოცემული წიგნი ინახებოდა ბიბლიოთეკაში. ეს ჟურნალი ისტორიის ნაწილი არ არის?

_ თქვენ გაქვთ? ალბათ, ვერ ნახეს და იმიტომ არ წამოიღეს. მასეთი ჟურნალები შემიძლია ძალიან ბევრი გაჩვენოთ. მთელი ცხოვრება წიგნებთან მაქვს შეხება და ის, რაც გოგოლესუბნის ბიბლიოთეკაში ვნახე, ჩემთვის შოკის მომგვრელი იყო. მართლა ძალიან ცუდად მოიქცნენ.

_ ეგ გასაგებია, მაგრამ ახლა უკეთესი მდგომარეობაა? დასალპობად არის გამეტებული დიდი მწერლების ნაწარმოებები… ეს ყველაფერი ჩვენ ფირზე აღვბეჭდეთ.

_ ალბათ, ეს წიგნები, რაც თქვენ ნახეთ, დაზიანებულია და გვერდები გაფუჭებულია.

_ ეს არ არის მაკულატურა. ეს არის წიგნები, რომელთა წაკითხვაც შეიძლება. ჩვენ წამოვიღეთ ერთი წიგნი _ "ქართული გაზეთების ანალიტიკური ბიბლიოგრაფია". ამ წიგნს მარტო ყდა აკლია. ნუთუ ასეთი და სხვა მსგავსი ლიტერატურა, რომელიც გადაყრილია, არ არის საჭირო?

_ შემიძლია განახოთ, რომ მასეთი ლიტერატურა ჩვენ გვაქვს, _ აღნიშნავს, საბიბლიოთეკო გაერთიანების ხელმძღვანელი.

მართალია, მას ანუ, ცენტრალურ ბიბლიოთეკას ზემოთ აღნიშნული წიგნი და სხვა ლიტერატურაც აქვს, თუმცა, არ აქვს გოგოლესუბნის ბიბლიოთეკას, სადაც, როგორც ჩანს, აღწერა ზერელედ ჩატარდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, უნიკალური წიგნები მიწაზე არ იქნებოდა დაყრილი და შენობა, რომელიც ადმინისტრაციული ორგანოს გვერდით მდებარეობს, ნაგვის ბუნკერად არ გადაიქცეოდა. "გურია ნიუსმა" ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, ანტონ ხუნდაძეს და გამგებელს, ლელა იმედაშვილს ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური წერილი 20 ივლისს გაუგზავნა. "ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლესუბნის ცენტრში მდებარე, ყოფილი ბიბლიოთეკის შენობაში, რომელიც ავარიულია, რამდენიმე ათეული წიგნი იატაკზე ყრია. დღეს, "გურია ნიუსის" ჟურნალისტებმა ამის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა გადაიღეს. თუკი თქვენ ვერ უზრუნველყოფთ წიგნების მოვლა-შენახვას, გთხოვთ მოგვცეთ უფლება, რომ მათ ჩვენ ვუპატრონოთ _ შევაგროვოთ ნაგავსა და ჭუჭყში მიმოფანტული წიგნები და შევინახოთ "გურია ნიუსის" ბიბლიოთეკაში," _ აღნიშნულია გაგზავნილ წერილებში.

პასუხი ჯერ არ მიგვიღია. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხელისუფლება _ მთავარია, უნიკალური წიგნები, რომელიც ჩვენი მომავლისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, არ განადგურდეს.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

კულტურა

„დონ-კიხოტი რამხელა როლი იყო და ხალხი მაინც ელიბოს რატომ მეძახისო?”

18:02; 20 დეკემბერი, 2025
კულტურა

„ნიჭიერი ბავშვი“

09:37; 7 დეკემბერი, 2025
კულტურა

„საინტერესო, განსხვავებული გამოფენა“:  გურული მხატვრები საშემოდგომო მოლბერტთან

22:21; 1 დეკემბერი, 2025
კულტურა

“ასეთი იდეა მაქვს”- “მარტო სახლში”-ს მსახიობი ფილმის გაგრძელების იდეაზე

20:04; 26 ნოემბერი, 2025
კულტურა

“ფანტომასი”

13:29; 23 ნოემბერი, 2025

გურული კურიოზები 14.12.2010

გურული ანეკდოტები 14.12.2010

ყველა სიახლე

პოლიტიკა

აქციებზე დაკავებული აქტივისტების შეწყალება არ იგეგმება _ ირაკლი კობახიძე

10:08; 23.12.2025
სამართალი

გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა

10:07; 23.12.2025
საზოგადოება

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში თამარ მეარაყიშვილი დააკავეს

10:03; 23.12.2025
ზაფრანი

როგორ გადავარჩინოთ გაფუჭებული საჭმელი?

9:59; 23.12.2025
ზაფრანი

რა ხდება ორგანიზმში ყავის მიღების შემდეგ

9:57; 23.12.2025
ზაფრანი

მათთვის, ვინც დიეტაზეა

9:55; 23.12.2025
ზაფრანი

რომელი სახეობის თევზი უნდა მივირთვათ

9:54; 23.12.2025
საზოგადოება

გარდაბანში საახალწლო ნაძვის ხეს ცეცხლი წაეკიდა

23:56; 22.12.2025
სამართალი

ზურა ჯაფარიძეს გირაო შეეფარდა

21:29; 22.12.2025
მსოფლიო

ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

19:47; 22.12.2025
მსოფლიო

რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

19:15; 22.12.2025
სამართალი

ზურა ჯაფარიძეს პროკურატურა გირაოს გადახდას თხოვს

18:31; 22.12.2025
სამართალი

ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

17:59; 22.12.2025
საზოგადოება

ანრი ჯოხაძე, “შერეკილები”, ოთო ნემსაძე – კიდევ ვინ იმღერებს ოზურგეთში ნაძვის ხის ანთების ცერემონიაზე

17:49; 22.12.2025
ფინანსები

აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, $25 მლნ-ისა და €15 მლნ-ის ოდენობის საჯარო ობლიგაციები გამოუშვა

17:17; 22.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

14:50; 21.12.2025
0

,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

9:47; 21.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო