სამედიცინო პუნქტში დაზარალებულ მოსახლეობას სამედიცინო დახმარებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის სამედიცინო პერსონალი უფასოდ უწევს.
კახეთის რეგიონში მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოებში საქართველოს შეიარაღებული ძალების რეზერვისტები და საინჟინრო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ, მობილიზებულია საჭირო ტექნიკა. მათ მუშაობას თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი ხელმძღვანელობს. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კახეთის რეგიონში სტიქიის შედეგების სრულ ლიკვიდაციამდე დარჩება.