როგორ გავიგეთ, ვანო მერაბიშვილმა უკვე ჩაატარა დახურული თათბირი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში. თათბირს მხოლოდ საჯარო მოხელეები დაესწრნენ.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მერაბიშვილმა თანამდებობის პირებს და საჯარო სამსახურში დასაქმებულებს საარჩევნო პროგრამა გააცნო და მოახლოებულ არჩევნების მოგების მნიშვნელობაზე ვრცლად ესაუბრა.
მერაბიშვილი, ჩოხატაურიდან ოზურგეთში ისე გაემგზავრა, რომ მოსახლეობას არ შეხვედრია. სავარაუდოდ, პრემიერი გურიას ისე დატოვებს, რომ მოსახლეობის პრობლემებით, რაც გურულებს ბლომად აქვთ, არ დაინტერესდება.