ოზურგეთელმა სამართალდამცავებმა და ჩვენთვის უცნობმა რამდენიმე პირმა “გურია ნიუსის” ჟურნალისტს, გიორგი გირკელიძეს ხელი შეუშალეს პროფესიული მოვალეობის შერულებაში. სამართალდამცავმა ალეკო ბირთველიშვილმა და მასთან ერთად მყოფმა რამდენიმე პირმა, მას კამერის გამოყენების უფლება არ მისცა. მათი განცხადებით, ეს იყო დახურული სივრცე.
ჟურნალისტს მოთხოვეს აკრედიტაცია. კამერის გამოყენებაზე უარი კი მას შემდეგ უთხრეს, რაც რესტორანში შესვლის მსურველი განაწყენებული ადამიანის გადაღებას ვცდილობდით.
ჟურნალისტები ცდილობენ დააფიქსირონ ამ წუთებში ოზურგეთში რესტორან “ქალაქურში” მისული პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.