ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის განმარტებით, ეს თავად მინისტრის გადაწყვეტილებაა. როგორც ნინო სალუქვაძემ იქ მყოფ ჟურნალისტებს განუცხადა, დასაქმების მინისტრის შეხვედრა მხოლოდ ადგილობრივი მედიასაშუალებებისთვისაა და არა იქ განთავსებული ბიუროებისთვის.
როგორც მე-9 არხის ოზურგეთის ბიუროს წარმომადგენელმა შორენა ღლონტმა “გურია ნიუსს” განუცხადა, იქ მისულებს დაცვამ უარი უთხრა შეშვებაზე.
“დღეს არ არის სამუშაო დღე, საშვები არ იწერება, თქვენ არ იყავით დაბარებულები და ამიტომ არ შეგიშვებთო. ამწუთას გამოვიდა პრესსამსახურის წარმომადგენელი ნინო სალუქვაძე და გვითხრა, მინისტრის გადაწყვეტილებაა ეს და მას მხოლოდ ადგილობრივ მედიასაშუალებებთან სურს შეხვედრაო”, _ განაცხადა შორენა ღლონტმა.
ამ წუთებში შეხვედრაზე შევიდა “გურია ნიუსის” კორესპოდენტი გიორგი გირკელიძე, რომელიც ამ გაურკვეველი აკრძალვის გარკვევას თავად დასაქმების მინისტრთან შეეცდება. ინფორმაციას შეხვედრის დასრულებისთანავე მოგაწვდით.