https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    რამდენი ადამიანია საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგული

    იური ლომაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ალბანეთის სარეიტინგო სერიების ბრინჯაოს პრიზიორია!

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

    „ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

    ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

    “მომიტევეთ, ბ–ნო ბიძინა, ერთი შენიშვნა უნდა შემოგბედოთ” – ჯანგირაშვილი

    “დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

    “აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანის პრეზიდენტი: ზოგიერთმა ქვეყანამ დაიწყო შუამავლობის მცდელობები

    დიდი ბრიტანეთი: კვიპროსში ტერორისტული თავდასხმები არ არის გამორიცხული

    “კუბა დაეცემა” – ტრამპი

    ნახიჩევანზე ირანული დრონებით თავდასხმის გამო, აზერბაიჯანმა ქვეყნის სამხრეთით საჰაერო სივრცე დროებით დახურა

    ისრაელი აცხადებს, რომ ირანთან ომის „შემდეგ ფაზაში“ გადადის

    დონალდ ტრამპი ირანში სახმელეთო შეჭრაზე – ეს დროის ფუჭად კარგვაა – მათ დაკარგეს ყველაფერი, რისი დაკარგვაც შეეძლოთ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ცოდნის შემტანი და სამუშაოს მაძიებელი დასაქმების მინისტრი: “ფიშტ, საცერივით გაქრა!“

18:07; 28.07.2012
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

მისივე თქმით, სოფლებში ის ცოდნის შეტანას აპირებს ხალხში, რადგან კვალიფიციური კადრების სერიოზული დეფიციტია, სწორედ ამიტომ, დასაქმების სამინისტრო განათლების სამინისტროსთან, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და სხვა უწყებებთან ერთად პროგრამებს შექმნის, რომლებიც მოსახლეობას პროფესიულ-ტექნიკური განათლების მიღებაში დაეხმარება.

მისივე თქმით, დღეს ბიზნესი ეძებს სამუშაოზე ხალხს, მაგრამ ვერ პოულობს.

_ მე, პირადად ოცი დღეა მოსული ვარ ბიზნესიდან. ვეძებ ხალხს, მაგრამ ვერ ვნახულობ. მოსახლეობის დიდი ნაწილი ვერ აკმაყოფილებს იმ კვალიფიკაციას, რომელიც საჭიროა. მივეცი ბიზნესი გასაკეთებლად ერთ, ორს, სამს. სად წავიდა ეს ფული? ფიშტ, საცერივით გაქრა, იმიტომ, რომ ხალხმა არ იცის ბიზნესის კეთება, _ თქვა დასაქმების მინისტრმა პაატა ტრაპაიძემ დღეს, ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს, თუმცა, ის ნამდვილად ვერ გაგვაგებინა, როდის, რატომ და სად ქრება საცერი!

პაატა ტრაპაიძემ შემდეგ საკუთარი აღმოჩენის შესახებ გააგრძელა საუბარი: _ შეიძლება გითხრათ, ამ ორი წლის განმავლობაში რა აღმოვაჩინე. პრინციპში, ეს შორიდან ვიცოდი, მაგრამ, რეალურად ხალხთან საუბარში, ჩემთვის უკვე ცნობილია, რა პრობლემა არის მთავარი. მსოფლიოს საერთაშორისო შრომის ორგანიზაციის კლასიფიკაციით, ადამიანი, რომელსაც 2500 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი აქვს და მიმაგრებულია მიწასთან, არ ითვლება უმუშევრად. ჩვენი პრობლემა ის კი არ არის, რომ ესენი უმუშევრები არიან, ისინი, უბრალოდ ვერ მუშაობენ ნაყოფიერად თავის მიწაზე და ვერ იღებენ იმ საჭირო დოვლათს, რომელიც ეყოფა მთელი წლის განმავლობაში. ჩვენ მიჩვეულები რას ვიყავით? გულახდილად ვისაუბროთ _ იყო ჩაის კულტურა და მანქანებით ჩაის კი არა, ტოტებს ვკრეფდით, ვაგზავნიდით რუსეთში. აი, ძალიან ბევრი საუბრობს, ჩვენთან იყო საკონსერვო ქარხნები, გადამამუშავებელი ქარხნები, რომლებიც კეთდებოდა საწყობებისთვის. დიდ საბჭოთა წარმოებაში მთავარი იყო ჩაგედო ვაგონში კონსერვი, გაგეგზავნა სადღაც ციმბირში, იმას მოეწერა ხელი შენთვის, რომ მიიღო ის კონსერვი და არც კი ფიქრობდი, გაიყიდება, არ გაიყიდება. ჩვენი ყველაზე მთავარი პრობლემა არის ცოდნის არქონა, ცოდნის არქონა სოფლის მეურნეობაში. ჩვენ დღეს ვერ ვაკეთებთ და ვერ ვქმნით პროდუქციას, რომელიც კონკურენტუნარიანია საქართველოს ბაზარზეც კი. ჩვენი მთავარი პრობლემა არის, რომ რა პროდუქციასაც ჩვენ ვქმნით, მას ვერ ვფუთავთ, ვერ ვინახავთ სათანადო საწყობებში, მაცივრებში და ა.შ.

მეორე, მესაქონლეობის განვითარების კუთხით, ეს არის ერთ-ერთი მთავარი, ჩემის აზრით, მიმართულება გურიაში. ამ კუთხით არ არიან წესიერი ვეტერინარები თითოეულ ორ-სამ სოფელზე. ახლა შევთახმდით რამდენიმე სოფლის რწმუნებულთან, უნდა ჰყავდეს, რისი ბრალია? ცოდნის. ჩვენ ვერ ვიყენებთ 2 500 კვადრატულ მეტრს, ისე ნაყოფიერად, როგორც იყენებს მაგალითად ისრაელის მოქალაქე, ისე, როგორც კვიპროსის მოქალაქე, ისე, როგორც ბალტიისპირეთის მოქალაქე. _ გვითხრა მან და საფიქრალი დაგვიტოვა _ უცოდინარები ვართო, რომ ამბობდა, ვის გულისხმობდა _ ყველას საკუთარი თავი ჩათვლით, თუ მარტო ჩვენ, “წესიერი ვეტერინარების” გარეშე დარჩენილ სოფლელებს? ალბათ, მარტო ჩვენ, თორემ თვითონ რომ ცოდნა არ ჰქონოდა, მინისტრად ვინ დანიშნავდა? ახლა არ გაიხსენოთ, ზოგი მინისტრი ფურს დედალ ძროხას რომ ეძახდა, იმიტომ ვერ იყო შესაბამისი სამინისტროს გამგეო!

ტრაპაიძის თქმით, რამდენიმე დღის წინ, როცა დანიშნეს, გურიიდან ტელეფონით დაუკავშირდნენ:

_ ორი ზარი მივიღე გურიიდან, იცით, გულახდილად გეტყვით _ პაატა, ახლა მაინც რა გახდა 1500-ლარიანი თბილი ადგილი ჩემთვისო (საინტერესოა, დასაქმების მინისტრს ვინმემ თუ სამუშაო სთხოვა, რატომ გაუკვირდა? აბა, რა უნდა ეთხოვა, უმაღლესში მომიწყვე შვილიო?! რედ). ეს სიმართლეა იცით, იმიტომ კი არ ვსაუბრობ, რომ ყველგან ასეა, ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ ადამიანებმა უნდა გაიგოს ერთი რამ, პოლიტიკაზე ლაი-ლაის და “იმ, მათხუარმა რეიგანმა, რა თქუაო”, ნახევარი სოფლები სხედან ერთად და საუბრობენ ერთმანეთში. ჩვენ უფრო მეტს ვლაპარაკობთ, ვიდრე ვმუშაობთ. ვინ აკეთებთ, რომელი ქვეყანა აკეთებს ამას? ხუთ-ხუთი საათი, ექვს-ექვსი საათი ვსხედვართ რესტორნებში და ვსვამთ ამ მჟავე ადესას (ცოდნა რომ ვერ დაინახა ჩვენს თავებში, ეს არ იკმარა მინისტრმა და “ადესაც” დაგვიწუნა! ისე, ბატონო მინისტრო, “ადესის” გარდა, გურულები ხანდახან ჩხავერსაც ვსვამთ, ალადასტურსაც, სხილათუბანსაც, ცოლიკაურსაც. თუ “კარმიდამო ჩემს” წაიკითხავთ, კიდევ ბევრ გურულ ვაზს გაიცნობთ და მარტო “ადესაზე” არ ჩაიციკლებით, თუმცა, არც კარგად დაყენებული “ადესაა” მაინცდამაინც ასე სალანძღავი. რედ.). გეკითხებით, მარტივად. გულახდილად ვთქვათ. მე, გეუბნებით ჩვენი მთავარი პრობლემა არის ცოდნა. მთავარი არის ცოდნა და ჩვენ პირველ რიგში უნდა შევიტანოთ ხალხში ცოდნა, _ “ადესის” ლანძღვის მერე ისევ ცოდნას “მიაწვა” მინისტრი.

_ და “ამ ცოდნის შეტანას” როგორ აპირებთ?

_ ეხლავე, გეტყვით. უპირველეს ყოვლისა, შევთანხმდით ყველა სოფლის რწმუნებულთან, რომ თითოეული სოფელს უნდა მიუდგე ინდივიდუალურად. არ შეიძლება, ის, რაც ბახვისთვის არის კარგი, იყოს შემოქმედისთვის კარგი. რაღაცა საერთო იქნება, მაგრამ რაღაც სპეციფიკური იქნება, ხომ? ჩვენ გვჭირდება, ცალ-ცალკე, მთელ საქართველოში, გეოგრაფიულად შესწავლა. ჯერ უნდა აღვწეროთ ეს ხალხი, რომელიც დაწყებულია და საკმაოდ ადრე დასრულდება ეს პროცესი. ასევე, უნდა გაკეთდეს ანალიზი. თუ ამოცანა ნათელი არ არის, შენ გადაწყვეტის გზებს ვერ ნახავ. ჩვენ პირველი ეტაპი მაქსიმალურად ჩქარა უნდა გავაკეთოთ, რომ ზუსტი დიაგნოზი დავსვათ, რომ თითოეულ სოფელს რა ჭირდება. ამის შემდეგ უნდა აღმოვაჩინოთ ნიჭიერი ხალხი, იგივე ახალგაზრდები, იგივე ჩვენი ასაკის ხალხი (როგორ უნდა “აღმოვაჩინოთ” ამდენ უცოდინარში ეს ნიჭიერი ხალხი ან სად იმალებიან მანამ, სანამ მთავრობა არ “აღმოაჩენს”, მინისტრს არ უთქვამს. რედ). სულ მალე გამოჩნდება, ჩვენ ვქნით ელექტრონულ ბირჟას, სადაც ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის თქვენც, მე, მაგალითად სამუშაოს მაძიებელი ვარ, უფრო უკეთესი მინდა, ნუ გგონიათ ახლა მინისტრობა… დღეს თავის ტკივილია. მეც, ვიქნები სამუშაოს მაძიებელი, თქვენ, თითოეულმა, კვალიფიკაცია უნდა ჩაწეროთ იქ, გამჭვირვალე იქნება ყველა ადამიანისთვის. 1 სექტემბრიდან სახელმწიფო, ახლა იძულებით წესით, ვერ დანიშნავს ვერც ერთ ადამიანს თავის თანამდებობაზე, თუ არ გაიარა ჩვეულებრივი კონკურსი. ნეპოტიზმის ამბები, ბიძაშვილი, მამიდაშვილი, მეზობლის შვილი, ძმაკაცის შვილი და ასე შემდეგ, ეს დამთავრდება, მაგრამ, რაღაცა მაინც იქნება, საქართველოში კი არა, მსოფლიოში ვერ მოისპობა ეს ბოლომდე. როდესაც აიყვანს სამსახურში 100 კაციდან ერთს, ის დაწერს რატომ აიყვანა და რით გამოირჩეოდა დანარჩენებისგან, _ თქვა მინისტრმა.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

ევროკომისიის პრესსპიკერი: საქართველოს ყველა მოქალაქე ევროკავშირის საზღვრების გადაკვეთისას გაძლიერებულ შემოწმებას გაივლის

17:18; 6 მარტი, 2026
პოლიტიკა

ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის

15:49; 6 მარტი, 2026
პოლიტიკა

პაატა ზაქარეიშვილი – საქართველომ უნდა ჩამოაყალიბოს, სად არის

13:16; 6 მარტი, 2026
პოლიტიკა

“შეშფოთებას გამოვთქვამთ”- კობახიძე ალიევს ესაუბრა

22:15; 5 მარტი, 2026
პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: პარტიები, რომლებიც ხან შედიან პარლამენტში და ხან არა, არიან მოღალატეები

19:10; 5 მარტი, 2026

მიხეილ სააკაშვილი მოსახლეობასთან, მედიისთვის დახურულ შეხვედრას გამართავს

მიხეილ სააკაშვილს დღეს ბახვში ელოდებიან

ყველა სიახლე

მსოფლიო

ირანის პრეზიდენტი: ზოგიერთმა ქვეყანამ დაიწყო შუამავლობის მცდელობები

17:47; 6.03.2026
პოლიტიკა

ევროკომისიის პრესსპიკერი: საქართველოს ყველა მოქალაქე ევროკავშირის საზღვრების გადაკვეთისას გაძლიერებულ შემოწმებას გაივლის

17:18; 6.03.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:06; 6.03.2026
საზოგადოება

სენაკში ტაქსიში დაგროვილი გაზი აალდა – არიან დაშავებულები

16:54; 6.03.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის Amex ბარათის მიღება უკვე ონლაინ, წამებში არის შესაძლებელი

16:51; 6.03.2026
სამართალი

რამდენი ადამიანი ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევებს გურიაში და რომელ წესს არღვევენ ხშირად მძღოლები (სტატისტიკა)

16:45; 6.03.2026
საზოგადოება

როგორ შევარჩიოთ საძინებლის ავეჯი

16:45; 6.03.2026
საზოგადოება

როდის სჭირდება ბიზნესს იურიდიული მომსახურება

16:40; 6.03.2026
საზოგადოება

როდის და რატომ ინიშნება ჰომოცისტეინის (HCY) გამოკვლევა

16:37; 6.03.2026
საზოგადოება

ონლაინ ფასდაკლებები – მარკეტინგული ხრიკი თუ რეალური სარგებელი?

16:26; 6.03.2026
პოლიტიკა

ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის

15:49; 6.03.2026
საზოგადოება

ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები გურიასა და სხვა რეგიონებში

15:14; 6.03.2026
საზოგადოება

სამინისტრო: ექსპორტირებული თხილის რაოდენობა – 33%-ით, ხოლო ღირებულება 2.2-ჯერ გაიზარდა

15:08; 6.03.2026
საზოგადოება

ვაშლის ექსპორტის მოცულობა და ღირებულება გაიზარდა- რომელ ქვეყნებში გააქვთ

14:38; 6.03.2026
მსოფლიო

დიდი ბრიტანეთი: კვიპროსში ტერორისტული თავდასხმები არ არის გამორიცხული

14:02; 6.03.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

11:35; 4.03.2026
0

„ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

15:29; 3.03.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო