ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, პოლიციელი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა _ პოლიციაში შემოვიდა შეტყობინება, სოფელ ჯურუყვეთში ძროხების მოპარვის ფაქტთან დაკავშირებით და სამართალდამცავები ადგილზე გავიდნენ. ვენჯელაშვილთან ერთად მანქანაში იმყოფებოდა ლანჩხუთის პოლიციის სამმართველოს პოლიციელი ილო მშვიდობაძე. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მშვიდობაძე მანქანიდან გადმოვიდა და ერთ-ერთი ადგილობრივის ეზოში შევიდა, ვენჯელაშვილმა კი ვერ მოასწრო მანქანით რკინიგზის გადასასვლელზე დროულად გადასვლა და მის პიკაპს მატარებელი შეეჯახა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved