უნდა აღინიშნოს, რომ შეკრებილებში ბახვის მოსახლეობის საკმაოდ მცირე ნაწილია.
_ მაინტერესებს, თითოეული თქვენგანისთვის არის თუ არა ხელმისაწვდომი ის, რასაც ჩვენ რასაც ვხსნით და ვიცი, რომ არ არის ხელმისაწვდომი, _ თქვა მიხეილ სააკაშვილმა საავადმყოფოებზე
_ მე ძალიან კარგად ვიცი, რომ ჯერ არც სინგაპური ვართ და არც ჰონკონგი. ამიტომ პირველი, რასაც ვაკეთებთ ეხლა, თითოეულ ოჯახს ვაძლევთ 1 000 ლარიან ვაუჩერს. სახელმწიფომ ყველა უნდა ადამიანს უნდა გადაუნაწილოს ის ეკონომიკური შემოსავლები, რაც გვაქვს, _ სააკაშვილის ამ სიტყვებს მქუხარე ტაში ნამდვილად არ მოჰყოლია.