ტრაპაიძეს არც ის დავიწყებია, რომ მისი ფესვები სურებიდანაა და სურებლებს კარგი მომავლის პირობაც მისცა.
აღსანიშნავია, რომ დასაქმების მინისტრს, სურებლობა და მის სოფელში არსებული პრობლემები ახლა გაახსენდა, რადგან როგორც სურებლები ამბობენ, ბიზნესმენი ტრაპაიძე არც სოფელში უნახავთ და არც მისი გაკეთებული საქმეები ახსოვთ.
უნდა ითქვას ისიც, რომ მინისტრი მოსახლეობას პრესის გარეშე შეხვდა. ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით, შეხვედრები სამინისტრომ დაგეგმა და თავად გადაწყვიტა, ჭირდებოდა თუ არა მედია შეხვედრაზე ტრაპაიძეს, რომელსაც მიაჩნია, რომ კამერების გარეშე საუბარი უფრო გულღიაა.
ჩვენი წყაროს თქმით, სურებლებმა მინისტრს სოფლის მთავარი, რამდენიმე წლიანი მოუგვარებელი პრობლემა (რომლის მოგვარებას, სურებლებს ყოველი არჩევნების წინ პირდებიან) _ გზა შეახსენეს და ისიც უთხრეს, რომ ამ საკითხზე საგანგებო განცხადება, მოსახლეობის ხელმოწერით პრეზიდენტსაც გაეგზავნა.