ჩემი ძმა დაიჭირეს და მას ნახმარი შპრიცი ჩაუგდეს, შემდეგ 260-2 მუხლის მე-2 ნაწილით გაასამართლეს. სანამ ეს ამბავი მოხდებოდა, ის დაიბარეს და რამდენჯერმე გააფრთხილეს,” _ განაცხადა გლდანის #8 დაწესებულებაში გარდაცვლილი პატიმრის ძმამ გიორგი ელიბეგოვმა.
რამდენიმე წუთის წინ “გურია ნიუსისთვის” ცნობილი გახდა, რომ გლდანის #8 დაწესებულებაში კიდევ ერთი პატიმარი გარდაიცვალა.
“ქართული ოცნების” ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტეტის თავმჯდომარე, თედო კობახიძე “გურია ნიუსთან” საუბარში აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” აქტივისტს, გიორგი ელიბეგოვს რამდენიმე საათის წინ დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ მისი ძმა გაგიკ ელიბეგოვი გარდაიცვალა.
როგორც კობახიძე ამბობს: ოჯახის წევრებს ეჭვი აქვთ, რომ ის რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა და ამ ამბავს უმალავდნენ, რადგან მისი საკრედიტო ბარათიდან 5 დღის განმავლობაში თანხა არ მოჭრილა.
“გურია ნიუსი” უკვე დაუკავშირდა სახალხო დამცველის აპარატს ინფორმაციის გასარკვევად და დამატებით მასალას მალე შემოგთავაზებთ.