აქციის მონაწილეებმა “გურია ნიუსს” განუცხადეს, რომ მათთან შეთანხმების გარეშე, (საუბარია დაახლოებით 80 ოჯახზე), რომლებიც საკარმიდამო ნაკვეთებს ფლობდნენ დაბა ლაითურის ტერიტორიაზე და დარეგისტრირებული ჰქონდათ, წაართვეს.
მათი განცახდებით, რამდენიმე დღის წინ, საკარმიდამო ნაკვეთში არ შეუშვეს და უთხრეს, რომ ეს ნაკვეთები გაყიდულია და შეძენილი აქვს ქობულეთელ ბიზნესმენს, ვინმე ჯემალ ცეცხლაძეს.
ისინი გუბერნიისგან ითხოვენ, რომ დაუბრუნდეთ კუთვნილი საკარმიდამო მიწები. ამ წუთებში, ისინი გუბერნი სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში შესვლას ცდილობენ და ითხოვენ ხელმძღვანელობასთან შეხვედრას.
აქციის მონაწილე ბესო ჩხარტიშვილის განცხადებით, ამ უკანონობას ასე არ დატოვებენ და საპროტესტო აქციებს არ გააგრძელებენ.
დამატებით ინფორმაციას “გურია ნიუსი” უხლოეს წუთებში შემოგთავაზებთ.