როგორც კოალიციაში ამბობენ, ამ საქმეში ჩართულია ერთ-ერთი პატიმრის უახლოესი ოჯახის მეგობარი და ის ხელმოწერებს აკეთებინებს მოსახლეობას ცარიელ ფურცელზე, თან იწერს პირადობის მოწმობის ნომერს.
მოგეხსენებათ, პატიმრების თემა არჩევნების დროს ძალიან აქტუალურია.
ცარიელ ფურცლებზე ხელმოწერის ფაქტი, სოფელ ნატანებში რამდენინე დღის წინაც დაფიქსირდა.
“მე (ამ ეტაპზე “გურია ნიუსი” სახელსა და გვარს შეგნებულად არ ასახელებს), ბიძინა ივანიშვილის სახელით ვაგროვებდი მოქალაქეთა პირადობის ნომრებს, თუმცა, ქართული ოცნების წევრი არასდროს ვყოფილვარ.
უბრალოდ არ ვიყავი გარკვეული, რადგან პოლიტიკური გაერთიანება „გამარჯვებული საქართველოსათვის“ მეგონა ივანიშვილის დაქვემდებარებაში. სიტყვას გაძლევთ, მეორედ აღარ გავაკეთებ ამას,“ _ ასეთი გახლავთ ხელწერილის შინაარსი, რომელსაც „გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.
ეს ტექსტი კოალიცია “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ზვიად კვაჭანტირაძის პრესსამსახურმა მოგვაწოდა. წერილი პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხებოდა, სადაც ნათქვამია: „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში, ერთ-ერთი საბავშვო ბაღის ხელმძღვანელი ქალბატონი ცარიელ თაბახის ფურცლებზე მოსახლეობაში აგროვებდა ხელმოწერებს და მოქალაქეთა პირად ნომრებს, თითქოსდა ბიძინა ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” სახელით ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის მხარდასაჭერად. მას შემდეგ, რაც პროცესში ჩაერთვნენ ჩვენი აქტივისტები და დააფიქსირეს, რომ ამ პროცესს არანაირი კავშირი არა აქვს “ქართულ ოცნებასთან”, ქალბატონმა განაცხადა, რომ მას შეეშალა და ეგონა, რომ აღნიშნული პარტია კოალიციაში შედიოდა”.
აღნიშნული ხელწერილი ამ ქალბატონმა ნებაყოფლობით მისცა კოალიცია “ქართული ოცნების” ერთ-ერთ კოორდინატორს, რომელსაც შეატყობინეს იმის თაობაზე, რომ ეს ქალბატონი აგროვებდა პირადობის ნომრებს და ასევე ხელმოწერებს, _ გვითხრეს “ქართულ ოცნებაში”.
„გურია ნიუსი“ პატიმრების თემასთან გავრცელებულ იბფორმაციაზე დამატებით დეტალებს მალე შემოგთავაზებთ.