სპორტის სასახლეში შესვლამდე, ვანო მერაბიშვილმა ახალ საკადრო ცვლილებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ენერგეტიკის მინისტრად ვახტანგ ბალავაძის, ფინანსთა მინისტრად კი ალექსანდრე ხეთაგურის კანდიდატურა წარადგინა პრეზიდენტთან. ვახტანგ ბალავაძეც და ალექსანდრე ხეთაგურიც ოზურგეთის სპორტის სასახლეში იმყოფებიან. მათთან ერთად იმყოფება რეგინული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, რამაზ ნიკოლაიშვილი.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved