დგილობრივები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში ელოდებოდნენ პრემიერ მინისტრს სპორტის სასახლესთან, მერაბიშვილთან არ მიუშვეს. მინისტრების ნაცვლად, წერილებს მათი დაცვის წარმომადგენლები იღებდნენ.
პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა ვერც “გურია ნიუსის” რესპოდენტმა, გულნარა სიორიძემ მოახერხა. მასთან პირადად ვანო მერაბიშვილის დაცვა მივიდა და უთხრა, რომ წერილი მისთვის მიეცა.
_ დედაშვილურად გთხოვ, არ მაქვს იმედი, მაგრამ ეს წერილი მინდა მივიდეს ზურაბ ჭიაბერაშვილამდე, მიხეილ სააკაშვილამდე და სანდრა რულოვსამდე, _ დააბარა დაცვის წევრს გულნარა სიორიძემ.
ვანო მერაბიშვილი გურიაში კიდევ 2 დღე დარჩება და შეხვედრას გამართავს მოსახლეობასთან.