თუმცა აქ ხსენებული ქუჩის მცხოვრებთაგან, შეხვედრაზე რამდენიმე ადამიანი იყო. დანარჩენები კი, როგორც თვითონ განაცხადეს, სხვადასხვა სოფლის მცხოვრებნი იყვნენ: თორმეტი _ სოფელ მელექედურიდან, ათი კაცი – სოფელ ოზურგეთიდან, რამდენიმე ქალაქიდან და ერთი მიკროავტობუსით კი ჩამოსული იყვნენ ჩოხატაურელი “მემარჯვენეები”.
დავით გამყრელიძემ შეკრებილთ ბანერების მეშვეობით პარტიის საარჩევნო პროგრამის სქემა წარუდგინა და საკმაოდ ბევრი ისაუბრა სოფელზე, მის უმძიმეს ყოფაზე, რაშიც მმართველ პარტიას დასდო ბრალი. ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა ნადია ცქვიტინიძემ განაცხადა, პირადად ყველას ბოდიშს გიხდით, მაგრამ გურიაში რომ ბეევრი საწარმო იყო, ჩაი იყო და ყანა შემოღობილი, ეს არჩევნებზე რომ ახსენდებათ, ხმები გიყვართ თუ ხალხი? ჩვენც ვიცით, რომ იყო. ეს გამოკრულები წაიღეთ და მთავრობაში მიუტანეთ ზევით, თქვენ იცნობთ მაგათ, ჩვენ არცერთ პარტიას არ ვეკუთვნით, გვინდა ეს გზა, გაზი და სახურავი გვქონდეს, სახურავი რომ არ გვაქვს. პოლიტიკოსები არ ვართ, ხალხი ვართო.
გამყრელიძემ იუმორი არ დაიშურა: გურულებს პოლიტიკოსობას ვინ გასწავლითო?
სიტყვით მიმართა შეკრებილებს ლევან კალანდაძემაც. დასასრულს ისინი იქვე მდებარე ბინების მცხოვრებთ, კორპუსის ავარიული მდგომარეობის დასათვალიერებლად გაჰყვნენ.