https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

თემურ ჭკუასელი: “არ შეიძლება ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც, ადამიანებს ეშინიათ!”

5:08; 24.08.2012
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

“გურია ნიუსი” თემურ ჭკუასელს პირად ცხოვრებაზე, პოლიტიკაზე და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

_ თემურ ჭკუასელი 1944 წელს მოევლინა წუთისოფელს, სოფელ ჩიბათში, დედულეთში… მამის სოფელი კი საჭამიასერია. მოკლედ, საიდანაც არ უნდა მომიარონ, მთლიანად, სისხლით და ხორცით გურული ვარ, _ ასე დაიწყო ჩვენთან საუბარი ჭკუასელმა.

_ დედა და მამა ერთად არ ცხოვრობდნენ. თერთმეტი თვის ვიყავი, რომ დაშორდნენ. როგორც ხდება ხოლმე, ბებიებმა გამზარდეს. ძალიან მადლიერი ვარ ჩემი გურიის და იმ ხალხის, რომელთანაც მიწევდა ურთიერთობა. დედა დიასახლისი იყო _ სამი შვილი ვყავდით. მამა, დავით ჭკუასელი კი ძალიან ძლიერი ფიზიკოსი გახლდათ _ არა საქართველოს, არა საბჭოთა კავშირის, არამედ მსოფლიოს მასშტაბით. ეს იყო ადამიანი, რომელმაც შექმნა საბჭოთა ატომური ბომბი არა ტექნიკური თვალსაზრისით, არამედ გამდიდრებული ურანი მიიღო გერმანელ მეცნიერთან ერთად.

_ როგორც თქვენ ამბობთ, სულით და ხორცით გურულს, გიცნობთ ჩოხატაური?

_ ჩოხატაური იცნობს თემურ ჭკუასელს. ერთ ფაქტს გავიხსენებ: ორი წლის წინ, ჩოხატაურში ვიყავი ჩამოსული. კვირა დღე იყო და ახლობელს ველოდებოდი ბაზართან. ძალიან ცხელოდა და გადმოვედი მანქანიდან. მარტო ვიდექი. მალევე დაახლოებით 15-მდე ადამიანი შეიკრიბა ჩემს გარშემო. ყველა ჩოხატაურელი იყო. მეუბნებოდნენ თავიანთ სახელებს, თანამდებობებს. გამგებელიც მოვიდა და საკრებულოს თავმჯდომარეც. ყველა იმას კითხულობდა, რატომ იდგა თემურ ჭკუასელი მარტო, რა ხდებოდა, მაგრამ ახლა, იგივე სიტუაციაში ჩემთან არავინ მოვა. თემურ ჭკუასელს იცნობენ, როგორც პიროვნებას და მომღერალს მხოლოდ და მხოლოდ. სამწუხაროდ, სხვა დანარჩენი ჩემი მოღვაწეობის შესახებ არ იციან. არადა, დოკუმენტური ფილმებიც მაქვს გადაღებული, წიგნებიც დავწერე, რომელზედაც სპეციალისტები ამბობენ, რომ ძალიან კარგი წიგნებია, მაგრამ ამ წიგნებს გურიაში ბევრი არ იცნობს…

_ ვისი ბრალია, რომ გურიაში თქვენს შემოქმედებას ბევრი არ იცნობს?

_ ეს ქვეყანაში ზოგადი სიტუაციის ბრალია _ წიგნის გავრცელება და წიგნის კითხვა ცოტა რთულია დღეს.

_ თქვენი ბრალიც ხომ არ არის?

_ ჩემი ბრალია იმ გაგებით, რომ ძალიან მორიდებული ადამიანი ვარ და ჩემი თავის რეკლამირება მიჭირს.

_ გურულებს და ჩოხატაურელებს თქვენი სიმღერით და კონცერტებით ხშირად არ ანებივრებდით.

_ ჩოხატაურში სრული კონცერტი, ბოლოს, მგონი 1996 წელს ჩავატარეთ. მაშინ გოგი დოლიძე ცოცხალი იყო. გოგის სოლო კონცერტი იყო, ჩვენ, უბრალოდ, ვეხმარებოდით. მაშინ გამგებელი იყო გია ცინცაძე, მან გვიმასპინძლა. იმ პერიოდში მთელ საქართველოში ჩავატარეთ კონცერტები. შემდეგ, ძირითადად, უცხოეთში ან თბილისში გამოვდიოდით, მაგრამ საკმარისი იყო სურვილი გამოეთქვა ვინმეს და უარს არ ვეუბნებოდით. მაგალითად, ერთხელ ფოთელებმა გამოთქვეს სურვილი და მაშინვე წავედით. თითონ რაიონს უნდა აეღო ინიციატივა და ჩვენ კონცერტს აუცილებლად ჩავატარებდით. თბილისში ძირითადად საქველმოქმედო კონცერტებს ვმართავდით და ჩვენი წილიცაა სამების ტაძრის აგებაში. ჩვენ ფული არ გვქონდა და დიდი კონცერტი მოვაწყვეთ ტაძრისთვის. პატრიარქმა ანსამბლის ყველა წევრს ლოცვა-კურთხევა გამოგვიგზავნა. იგი დღესაც მიკიდია თვალსაჩინო ადგილას გრიგოლეთში, სადაც რამდენჯერმე გატეხეს ჩემი სახლი. რაც ეს ლოცვა-კურთხევა დავკიდე, აღარ გაუტეხიათ. მართალია, ჩვენი ეს წილი მიზერულია, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი სხვანაირად მიიჩნევს: სახარებიდან მომიყვანა მაგალითი, როცა ორი კონდრატი შესწირა ქალმა. რაც გააჩნდა, ის შესწირა და თქვენი შეწირულობაც ასეთია იმასთან შედარებით, რაც მე გავაკეთეო.

_ რატომ მოხვედით პოლიტიკაში? თქვენ ხართ მომღერალი, მწერალი, რომელიც თავის საქმეს აკეთებდა. ეს ბოლო დროს შემოსული ტენდენციის ბრალი ხომ არ არის, რომლის თანახმად, ყველა ხელოვანს პარლამენტში მოხვედრის სურვილი აქვს?

_ არ ვიცი, ტენდენცია როგორია, მაგრამ ჩემ შემთხვევაში სხვანაირადაა საქმე. ხშირად მეკითხებიან, სად სიმღერა და სად პოლიტიკაო. სიმღერა არ არის ჩემი პროფესია, ეს არის ჩემი ჰობი, რომელიც ძალიან მიყვარს. პროფესიით ჟურნალისტი ვარ, პროფესიონალი მწერალი… ხალხური შემოქმედების მთავარი რედაქციის მთავარ რედაქტორად ვმუშაობდი მთელი 12 წლის განმავლობაში საქართველოს ტელევიზიაში. რამდენიმე წლის წინ, სხვათაშორის, ჩოხატაურის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატობა შემომთავაზეს და სიცილად არ მეყო _ ეს არ არის ჩემი ცხოვრების სტილი, არ შემიძლია პარლამენტში ვიჯდე და იმ უაზრობას, რაც დღემდე ხდება პარლამენტში, ვუყურო. თუმცა, შემდეგ ბიძინამ მითხრა: ვიცი შენი დამოკიდებულება ამ საქმისადმი და ვეცდები, აგარიდო ეს ტვირთი, თუ გამომივიდაო. როგორც ჩანს, არ გამოუვიდა და დავრჩი ასე. თუ ბიძინა ივანიშვილი ამბობს, პოლიტიკაში მოსვლა იყო არა მისი სურვილი, არამედ მისი მოვალეობა, რომ მოვიდეს ქართულ პოლიტიკაში და ქვეყანას უშველოს, იგივეს თქმა შემიძლია მეც.

_ რას გააკეთებთ ჩოხატაურისთვის, თუ დეპუტატი გახდებით?

_ ყველაფერი ვიცი და გააზრებული მაქვს, მაგრამ ქაღალდზე არ გადამიტანია. ეს არის ორი კუთხით _ სულიერების მხრივ და მეორე, რაც არის გასაკეთებელი. ახლა ჩოხატაურის სოფლებში რომ დავდივარ, ყველაფერი დანგრეულია. მეტირება, რომ ვუყურებ. სულიერება ტყუილად არ მიხსენებია _ ერთმანეთზეა გადაბმული ყველაფერი. ჩემი აზრით, გურიაში ტრადიციები, ის ღირსება, რაც გურულებს ჰქონდათ წლების განმავლობაში, ქრება. ამაზეა სამუშაო, რომ ეს ღირსება და ტრადიციები დავიბრუნოთ, დავიბრუნოთ სიამაყე. გურულები მეტად საინტერესო ხალხია _ იუმორის მოყვარე, ნიჭიერი, სტუმართმოყვარე, ზრდილობიანი, აზრიანი… რომელი ერთი ჩამოვთვალო. ის წერილები, რომელიც თქვენთან იბეჭდებოდა, ამის დასტური იყო _ ამით მინდოდა ჩემი დამოკიდებულება გამომეხატა გურულების მიმართ. სწორედ ამ ყველაფრის დაბრუნება მინდა გურულებისთვის, რაც, სამწუხაროდ, თვალსა და ხელს შუა ქრება. იქ რომ სკოლა გასაკეთებელია, იქ რომ წყალი და გზებია შესაყვანი და ა. შ. ყველასთვის ნათელია. თემურ ჭკუასელი ან ბიძინა ივანიშვილი ჯადოქრები არ არიან, ჯოხის ერთი დაქნევით გააკეთონ ყველაფერი, მაგრამ თუ პირველი ბარი არ დაარტყი, ისე არაფერი გამოვა.

_ გასაგებია, თუმცა, მაჟორიტარი დეპუტატის უფლება-მოვალეობა ამომრჩევლის სატკივრის საკანონმდებლო ორგანოში მიტანაა და არა მატერიალური პრობლემების მოგვარება…

_ გავცილდეთ მაჟორიტარი დეპუტატობის უფლებებს. მე მაქვს ჩანაფიქრი, რომ შეიქმნას ჩოხატაურის განვითარების ფონდი. მოხდეს ამ ფონდში თანხების აკუმულირება, მოიძებნოს ამ თანხების განმკარგავი, ერთობლივად დადგინდეს რომელი მიმართულებით წავიდეს, როგორ წავიდეს. არ ვემორჩილები მე წესდებებს, რაღაცას რომ გავალდებულებს, საკანონმდებლო ორგანოში რომ ბიუჯეტი უნდა დამტკიცდეს და რაც შეიძლება რაიონის ბიუჯეტისთვის მეტი გამოვტყუო…

_ გურულები რომ ოპოზიციურად განწყობილი ხალხია, ეს რამდენიმე არჩევნებმა დაადასტურა. თუმცა, თქვენ შეხვედრებზე არც თუ დიდი რაოდენობის ხალხი მოდის, რამდენსაც საზოგადოება ელოდება. ეს რისი ბრალია?

_ ხან ბევრი ხალხია, ხან _ ნაკლები. პირველად ჩვენ თვითონ მივდიოდით სახლებში და ვხვდებოდით ხალხს. ამან გამოიღო უკვე შედეგი, რადგან მეც დავკარგე დრო და ხალხიც დავაცდინე. ამიტომ, შეცვალე შეხვედრების სტილი, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ თითოეული ჩოხატაურელის სახლში არ მივალ.

_ მართალია, თქვენს შტაბს ეს შეკითხვა აღიზიანებს და საპროტესტო წერილების წერის ხასიათზე მოჰყავს, მაგრამ მაინტერესებს, რა ხდება შტაბში? ჩოხატაურელებს მიაჩნიათ, რომ ოპოზიცია არ არის ისეთი აქტიური, როგორიც უნდა იყოს.

_ სანამ ჩამოვიდოდი, შტაბისადმი განწყობა, შეიძლება, კრიტიკული მქონოდა. რომ ჩამოვედი, დამხვდნენ ძალიან კარგი ადამიანები. ვისაუბრე მათთან, ავუხსენი, ვინ ვარ, მოვუსმინე თითოეულ მათგანს და ვუთხარი, რომ ბევრ შტაბში ხდება პარტიული დაპირისპირებები, ბევრ რაიონში შევესწარი მსგავს ფაქტს და აქ ეს არ უნდა იყოს,-მეთქი.

_ ჩოხატაურის ოფისი პარტიული დაპირისპირებით არ გამოირჩევა, განსხვავებით ოზურგეთისგან.

_ კი, და ჩვენ ვაკეთებთ ერთ საქმეს, კმაყოფილიც ვარ მუშაობით და ხანდახან საყვედურსაც ვამბობ. ეს ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია, თქვენს გაზეთთან დაკავშირებითაც ვთქვი ერთი-ორი სიტყვა.

_ გაზეთი არაფერ შუაშია… თქვენი შტაბის წევრებს კონკრეტული ჟურნალისტი, ანუ მე არ მოვწონვარ…

_ დიახ. მათ მიიღეს ჩემი შენიშვნა და არ წასულან წინააღმდეგი. მთლიანობაში ძალიან კმაყოფილი ვარ ადამიანებით.

_ ბატონო თემურ, მე შტაბის აქტიურობაზე გკითხეთ. როცა ოპოზიცია, ხელისუფლების მიერ არასწორად დახარჯული თანხების გამო, მინიმუმ, ბრიფინგსაც არ გამართავს, ვფიქრობთ, არასწორია. არავინ ამბობს, რომ ისინი ცუდი ადამიანებია არიან. ლაპარაკია იმაზე, რომ საკმარისად არ აქტიურობენ…

_ მე ამას აუცილებლად ვეტყვი შტაბს და ბრიფინგებზე აუცილებლად მოიწვევენ ჟურნალისტებს, კარგი შენიშვნა იყო, ამას გავითვალისწინებთ.

_ რატომ უნდა დაგიჭიროთ მხარი ჩოხატაურელმა ამომრჩეველმა?

_ თუ ვინმე მხარს უჭერს ბიძინა ივანიშვილს, ის ვისაც ენდობა, პირველ რიგში, ენდობა თემურ ჭკუასელს. ეს არის თავიდან ბოლომდე ხალხისთვის გადადგმული ნაბიჯი. რახან ჩათვალა “ქართულმა ოცნებამ”, რომ ეს მე შემიძლია, ამიტომ მოვედი კიდეც. ვარ აბსოლუტურად გულწრფელი და ამას ადამიანები ამჩნევენ. იმიტომ უნდა დამიჭირონ მხარი ჩოხატაურელებმა, რომ ჩემი ყველა შეხვედრა მთავრდება ამ სიტყვებით _ თქვენ არ აძლევთ თემურ ჭკუასელს ხმას, თქვენ ხმას აძლევთ თითოეულ თქვენთაგანს, თითქოს თქვენ მიდიხართ პარლამენტში და თქვენ თქვენი ოჯახის მომავალს აძლევთ ხმას. თუ ამას დაიჯერებენ, გადაწყვეტენ, მისცენ ხმა თემურ ჭკუასელს; თუ ამას არ დაიჯერებენ, ამით ტრაგედია არ იქმნება _ დავუბრუნდები იმ საქმეს, რასაც დღემდე ვაკეთებდი.

_ საკმაოდ თამამი განცხადებაა, რომ არ გაქვთ აუცილებლად გამარჯვების სურვილი. სურვილის საწინააღმდეგოდ რაღაცის გაკეთება ცოტა უცნაურად არ გეჩვენებათ?

_ არ მეჩვენება უცნაურად; სურვილი არ მქონდა, მაგრამ ახლა ვარ ბრძოლის ველზე. წილი ნაყარია და როცა რუბიკონი გადალახულია, რომში აუცილებლად უნდა შევიდეთ. მე ვიბრძვი არა თემურ ჭკუასელისთვის, არამედ ქართული ოცნების ასრულებისთვის!

_ ხელისუფლება ხომ არ გიშლით ხელს ამომრჩეველთან შეხვედრაში?

_ არ შემიძლია ამის მტკიცება, მაგრამ ვარ ძალიან კარგად ინფორმირებული და მინდა “ნაციონალებს” გავაგებინო, რომ იმ პიროვნების სახელი და გვარიც კი ვიცი, რომელმაც ოზურგეთში “შავი ფული” ჩამოიტანა. იქ დახვდა ორი ადამიანი, რომლებმაც ეს ფული გამოართვეს. ეს შავი ფული მთლიანად ჩამოტანილია არჩევნებისთვის. ვიცი ყველაფერი, მაგრამ ამის დამტკიცება რთულია…

_ ფულის ჩამომტანი პიროვნების სახელი და გვარი შეგიძლიათ დაგვისახელოთ?

_ არა, რა თქმა უნდა, რადგან გარკვეულ ადამიანებს ვაყენებ დარტყმის ქვეშ.

_ თუმცა, კრიმინალისთვის ხელის დაფარებაც გამოგდით…

_ შეიძლება, მაგრამ ამის დამტკიცება ძალიან ძნელია. მე, ვიცი რა მიზნით ჩამოვიდა ეს ფული. ოჯახებიც ვიცი სად იკრიბებიან. ღამეული შეკრებების შესახებაც მაქვს ინფორმაცია. როდესაც საარჩევნო სასწორის პინაზე დევს ორი პარტია, ძალიან ძნელია ადამიანმა არ გაიგოს რა ხდება. რთულია, რომ შენ აიღო 200 ლარი და მერე..

_ გაქვთ ინფორმაცია, რომ მოსახლეობას ხმის სანაცვლოდ 200 ლარს ურიგებენ?

_ რაღაცას კი ურიცხავენ, მაგრამ უმეტესობას პირდებიან არჩევნების შემდეგ. ყველა შეხვედრაზე, ბოლოს აუცილებლად მეკითხებიან, როგორ ვიცავთ არჩევნებს გაყალბებისგან. ეს შემთხვევით ხომ არ ხდება?! ყველამ იცის, რომ არჩევნები ყალბდება. რამდენიც არ უნდა ამტკიცოს ხელისუფლებამ, რომ არ ხდება გაყალბება, ასე არ არის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს შეკითხვები არ იქნება. დაწვრილებით ვერ ვიტყვი, თუ როგორ ვაპირებთ არჩევნების დაცვას გაყალბებისგან, მაგრამ გარწმუნებთ, რომ მექანიზმები მოფიქრებულია და ვნახოთ…

_ ჩამოვა თუ არა თემურ ჭკუასელის მხარდასაჭერად ბიძინა ივანიშვილი?

_ აუცილებლად ჩამოვა და ახლა მე შემიძლია თარიღიც დავასახელო _ 1 სექტემბერი. ეს იქნება დიდი შეკრება. ჩამოვლენ ჩემი მეგობრები _ ეკა ბესელია, ირაკლი ალასანია, გუბაზ სანიკიძე, ვანო კიღურაძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი, ნინელი ჭანკვეტაძე, თუ მოხერხდა კახი კავსაძე და გივი ბერიკაშვილი. რა თქმა უნდა ბიძინა ივანიშვილიც ჩამოვა, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა. შეხვედრა ჩოხატაურის ცენტრში გაიმართება. უკვე შევიტანეთ გამგეობაში განაცხადი. დასასრულს, “ქართული ხმების” კონცერტიც გაიმართება. ერთადერთი, რის გამოც შეიძლება არ მოვიდეს ამ შეხვედრაზე ხალხი, შიშია. ამის საპასუხოდ კი ყველა მათგანს ვეუბნები _ არ შეიძლება ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც, ადამიანებს ეშინიათ და ისინიც მეთანხმებიან, რომ არ შეიძლება!

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

„რუსეთის მიერ ცხინვალის ანექსიის მცდელობა მიუღებელია“- ევროსაბჭოს პოლიტიკური ჯგუფი

17:59; 17 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა

17:10; 17 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

სახელმწიფო შესყიდვებში სიახლეები დაინერგა: რა იცვლება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის

15:10; 17 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – დისკომფორტია, როდესაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ხვდება ციხეში

13:38; 17 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

ლაშა მაღრაძე სუს-იდან იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტზე დააბრუნეს

12:08; 17 სექტემბერი, 2026

მელექედურის პრობლემებს სოფლის მხარდამჭერმა პროგრამამ ვერ უშველა

სანქცია მედიისთვის _ 5 000 ლარიანი ჯარიმა აუდიტის კანონსაწინააღმდეგო აქტით

ყველა სიახლე

პოლიტიკა

„რუსეთის მიერ ცხინვალის ანექსიის მცდელობა მიუღებელია“- ევროსაბჭოს პოლიტიკური ჯგუფი

17:59; 17.09.2026
საზოგადოება

დმანისის სოფელ განახლებაში ცოფის გამო კარანტინი წესდება

17:46; 17.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:35; 17.09.2026
ფინანსები

„ქომაგობა არ ჩერდება“ — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა

17:24; 17.09.2026
სამართალი

ლომბარდში თაბაშირისგან დამზადებული „ტელეფონის“ ჩაბარებას ცდილობდა-თაღლითობისთვის ერთი პირი დააკავეს

17:13; 17.09.2026
პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა

17:10; 17.09.2026
საზოგადოება

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

17:05; 17.09.2026
სპორტი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა  სექტემბერი-ოქტომბრის მატჩებისთვის ცნობილია

15:34; 17.09.2026
საზოგადოება

ვადაგასული პრეპარატები და დარღვეული ეტიკეტირების წესი- ვეტერინარული აფთიაქი დააჯარიმეს

15:20; 17.09.2026
პოლიტიკა

სახელმწიფო შესყიდვებში სიახლეები დაინერგა: რა იცვლება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის

15:10; 17.09.2026
საზოგადოება

ნონა ქურდოვანიძე: სააგენტო მოსაჩვენებლად შეიქმნა — ახლა ამის საჭიროებაც აღარ დგას

14:41; 17.09.2026
საზოგადოება

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

14:15; 17.09.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – დისკომფორტია, როდესაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ხვდება ციხეში

13:38; 17.09.2026
სამართალი

გურიაში ქვიშა-ხრეშის მოპოვების 13 ფაქტი გამოვლინდა

13:33; 17.09.2026
საზოგადოება

“ღმერთო, ახლა გიორგი გადაგვირჩინე…“ _ “გიორგის ლოცვა”

13:25; 17.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო