სატელეფონო საუბრის დროს ისინი აცხადებდნენ, რომ ჩვენთვის არ სცალიათ და ვერ გვნახავდნენ.
გამგეობის მისაღებში არც საშვი არ გამოგვიწერეს, თუმცა, ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც გამგეობა, საკრებულო და გუბერნიაა განთავსებული, საშვის გარეშე გადაადგილდებოდნენ ჩვენთვის უცნობი პირები. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, რამდენიმე მათგანი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი იყო.
ჟურნალისტების გადაადგილებას კი დაცვის პოლიციის თანამშრომლები აკონტროლებდნენ, რომლებიც გვიკრძალავდნენ შენობის შიგნით ყოფნასაც კი.