ცოტა ხნის შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ეზოში ორ ადამიანთან ერთად ჩამოვიდა, მას ახლდა ერთი ქალბატონი და ერთი მამაკაცი, ისინი ეზოში გაჩერდნენ და ისევ უკან შებრუნდნენ. რამდენიმე წუთის შემდეგ, ჭიბერაშვილი კვლავ ჩამოვიდა ეზოში, მასთან მივიდა მისი პრესსამსახური სოფო გვალია, რომელმაც მედიას გამოუცხადა, რომ მინისტრი განმარტებებს ნახევარ საათში, ექიმთან ერთად გააკეთებს.
თუმცა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ღუდუშაურის კლინიკა მეორე გასასვლელიდან დატოვა. მედია საშუალებები კი პრესსამსახურის მიერ დაპირებულ კომენტარს ელოდება…