სიაში მეთერთმეტეა კობა დავითაშვილი, მეთორმეტე – ”სოციალ-დემოკრატი” გია ჟორჟოლიანი, მეცამეტე – ”მწვანეთა პარტიის” ლიდერი გია გაჩეჩილაძე.
”ქართული ოცნების” პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე მეთოთხმეტე ნომერს იკავებს. მეთხუთმეტეა დავით ბერძენიშვილი, რომელსაც მოსდევენ ნოდარ ხადური, ნინო გოგუაძე, გელა ხვედელიძე, გია ხეჩინაშვილი და თედო ჯაფარიძე.
ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, “რესპუბლიკელი” ლევან ბერძენიშვილი 35 იქნება. თუმცა, კიდევ ერთი წყარო არ გამორიცხავს, რომ უფროსი ბერძენიშვილი 48-ე ნომრად იქნება წარმოდგენილი. რაც შეეხება სუბარს, ჩვენი წყაროს თქმით, სიაში 22-ე ნომრად იქნება.
როგორც გავიგეთ საარჩევნო სიაში 28-ე ნომრად ანი მიროტაძე იქნება.