პრეზიდენტის ვიზიტის გადადების შესახებ ინფორმაცია 30 აგვისტოს, „გურია ნიუსს“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ირმა ნადირაშვილმაც, დაუდასტურა.მან ჩვენთან სატელეფონო საუბრის დროს განცხადა, რომ პრეზიდენტის ვიზიტი ოზურგეთში გადაიდო.
უცებ, აღმოჩნდა, რომ დღეს, მიხეილ სააკაშვილი ოზურგეთს ეწვევა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ეს ამბავი გუშინ გადაწყდა. როგორც ჩანს, ლაფანყურში განვითარებული მოვლენები, გუშინ, უკვე საინტერესო აღარ იყო.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს საქართველო–რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთთან განხორციელებული სპეცოპერაციის დროს დაღუპული შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების ოჯახებს.
სოლომონ წიკლაური, არჩილ ჩოხელი და კაპრალი ვლადიმერ ხვედელიძე ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხოების დაცვას შეეწირნენ. თითოეული ჩვენგანის ვალია სათანადო პატივი მივაგოთ დაღუპული სამართალდამცავების ხსოვნას.
ამ მოვლენებთან დაკავშირებით, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღო გადაწვეტილება, პირველ სექტემბერს დაგეგმილი წინასაარჩევნო ყრილობა ერთი კვირით გადადოს. ამდენად, ჩვენ მიერ დაგეგმილი ღონისძიება, ნაცვლად პირველი სექტემბრისა 8 სექტემბერს გაიმართება.“
ეს ღრმა მწუხარება მმართველი პარტიის სახელით, 30 აგვისტოს გამოითქვა…