მოედნის გახსნას, მოგვიანებით, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც შეუერთდა. მან მოედანზე შეკრებილ ხალხს მიმართა და ისიც აღნიშნა, რომ პუტინმა მისი ფალავანი გამოაგზავნა
“ყველას ვისაც ჰგონია საქართველო იღუპება, ვისაც ჰგონია გაზპრომის მოგდებული მილიარდი დოლარით მრავალათასიანი ქართველი ერი გადადგება სწორი გზიდან, მინდა ვუთხრა, მეტი საქმე არ აქვს ქართველ ხალხს, ეს სიმწრით აშენებული ქვეყანა გადააბაროს იმათ, ვისაც ყველაფრის დანგრევა უნდა,” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.