ჟურნალისტების (შემთხვევის ადგილას “მაესტროს” გადამღები ჯგუფი და მე-9 არხის კორესპოდენტი იმყოფებოდა) გამოჩენით დაბნეულებმა, სასწრაფოდ დაიწყეს ტელეფონით გადარეკვა და როგორც ჩანს, ოპერატიული ღონისძიებების გატარების შესახებ დავალებაც მიიღეს _ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული პოლიციის პიკაპი შემთხვევის ადგილს სასწრაფოდ მოაცილეს.
ფოტოებზე დაფიქსირებული დროის მიხედვითაც ჩანს, რომ ამისთვის მათ სულ რაღაც 4 წუთი დაჭირდათ. “გურია ნიუსის” კითხვაზე, რატომ გადააადგილეს მათ ავტომანქანა შემთხვევის ადგილიდან ასე სასწრაფოდ და ჩაატარეს თუ არა ტექნიკური ექსპერტიზა, პოლიციელების პასუხი ერთ ხმაში ასეთი იყო: “მიმართეთ პრესსამსახურს!”
დაახლოებით, 21:00 საათისთვის, სოფელ ოზურგეთის ხიდთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის პიკაპი მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა. როგორც ჩანს, მსუბუქი ავტომანქანის გადაადგილებაზე სამართალდამცველებმა სასწრაფოდ იზრუნეს, რადგან ის პიკაპის საპირისპირო მხარეს და თანაც საკმაოდ მოშორებით იდგა. მანქანის ფარები ისევ ანთებული იყო და გასაღები შიგნით ჩარჩენილი.
პოლიციელებისგან ვერც ის შევიტყვეთ, დასრულდა თუ არა ავტოსაგზაო შემთხვევა მშვიდობიანად და სად გადაიყვანეს დაზარალებულებულები.
ამბის გასარკვევად, “გურია ნიუსი” ოზურგეთის სამედიცინო ცენტრს დაუკავშირდა.
როგორც გავარკვიეთ, ამ წუთებში, ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში სამ ადამიანს უტარდება გამოკვლევა. ორი ახალგაზრდა მამაკაცი და ერთი ქალბატონი ავტოავარიის შედეგად მიიყვანეს, როგორც ცენტრში გვითხრეს, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მორიგე ექიმის, დათო დოლიძის თქმით, მათ უკვე გაუწიეს პირველადი სამედიცინო დახმარება.
ჟურნალისტების მისვლის დროს, პოლიციის პიკაპს
ყვითელი ლენტი ჰქონდა შემოვლებული
ჟურნალისტების გამოჩენისთანავე, პოლიციის პიკაპს ლენტი შემოხსნეს
და მანქანა შემთხვევის ადგილიდან სასწრაფოდ გაიყვანეს
ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, სიტუაციას ეს მანქანა აკონტროლებდა