„ცალხელამ“ დარეკა და გვითხრა, რომ ამ დროისთვის მოზდოკის ლებედინოს საფილტრაციო ბანაკში იმყოფება. იქვე არიან სხვა დაკავებული ჩეჩნებიც,“-აცხადებს “გურია ნიუსთან“ საუბარში “ცალხელას“ ნათესავი, რომლიც გვთხოვს მისი ვინაობა არ დავასახელოთ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცალხელას დაკავების შესახებ ინფორმაცია 8 სექტემბერს გაავრცელა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ლოპოტის ხეობაში დაკავებული იქნა შეიარაღებული დაჯგუფების ერთ-ერთი წევრი, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ჩრდილოეთ კავკასიიდან ახმეტ ჩატაევი.
დაკავებული იყო დაჭრილი, მას გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება,“-ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც დოკუ უმაროვის ძმამ ახმედ უმაროვმა ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან ინტერვიუში განაცხადა, დაჭრილ “ცალხელას“ ქირურგიული ოპერაცია თბილისში ყველზე ცნობილმა ქირურგმა გაუკეთა და ამ დროისათვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
“გურია ნიუსი“ შინაგან საქმეტა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს სალომე მახარაძეს დაუკავშირდა. ჩვენს კითხვაზე ადასტურებს თუ არა დაკავებული ჩეჩნების რუსეთში ექსტრადიციას, მახარაძემ ასეთი კომენტარი გააკეთა:
„არა, არ ვფლობ ამ ადამიანთან დაკავშირებულ არანაირ ინფორმაციას“.