„გავრცელდა ინფორმაცია თითქოს მოქალაქე დაჩი ცაგურიას დაკავების შემდეგ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. დაჩი ცაგურიამ დაკავების დროს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პატრულის თანამშრომლებს. ცაგურიამ პოლიციელს შემოახია ფორმის პერანგი. მაშინ, როდესაც პოლიციის თანამშრომელი ცდილობდა მისთვის ხელბორკილის დადებას, ცაგურია აგრძელებდა წინააღმდეგობას. ამ დროს მას დაუზიანდა მუხლი, აქვს რამდენიმე ნაკაწრი და სიწითლე მარჯვენა ხელის იღლიის მიდამოებში. დაკავების შემდეგ დაჩი ცაგურია გადაყვანილი იქნა ქ. რუსთავის წინასწარი დაკავების იზოლატორში. სადაც ის უკვე მოინახულეს ომბუცმენის ოფისის წარმომადგენლებმა. მასთან შეუზღუდავი შესვლის უფლება აქვს მის ადვოკატს. შსს კიდევ ერთხელ აცხადებს რომ დაჩი ცაგურიაზე არანაირ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია,“ _ ნათქვამია განცხადებაში.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved