_ ხალხი ოფისში რიგრიგობით შედის, თუმცა რა, შეხვედრაა ამაზე პასუხს “გურია ნიუსთან” არავინ იძლევა და არც ოფისიდან გამოსულები აკონკრეტებენ შეხვედრის დეტალებს.
აქ იმყოფება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალეკო მამეშვილი რომელიც პირადად ხვდება შეკრებილებს. იგი “გურია ნიუსთან” კომენტარს არ აკეთებს.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში დაბარებულები არიან საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები და წევრები.
შეგახსენებთ, რომ მალე, თბილისშიდაიწყება ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომა, რომელზედაც, ჩვენი წყაროს თქმით, ერთ-ერთ საკითხად განხილული იქნება ჟურნალისტებისთვის არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებში და მის მიმდებარე ტერიტორიებზე ვიდეო და ფოტოგადაღების აკრძალვა.