„გურია ნიუსის“ კორესპოდენტის ცნობით, კახა ჟორჟოლიანმა დეტალურად მოყვა, როგორ აპირებდნენ მისთვის პროვოკაციის მოწყობას და ვინ და რა მიზეზით იყო ამ ამბავში გარეული. კახა ჟორჟოლიანის ვრცელ სიტყვას ჩვენ უახლოეს წუთებში შემოგთავაზებთ.
„რამდენი დღეც არ უნდა დამაპატიმრონ, მესტიაში არჩევნები არ გაყალბდება!დიდი მადლობა არჩილ სოფრომაძეს იმისთვის, რომ კარგად შემიცნო მე. იგი ცდილობდა მოვეშორებინე მესტიის რაიონიდან, რადგან ის გაყალბებული ოქმების გზით ცდილობს მათთვის სასურველი შედეგის დადებას, მაგრამ მინდა ვთქვა რომ მესტიის რაიონში დაიდება ის შედეგები, რაც არის საჭირო!“ _ განაცხადა კახა ჟორჟოლიანმა.