„შსს მესტიის რაიონის სამმართველოს თანამშრომლებმა კაპიტონ (კახა) ჟორჟოლიანი დააკავეს. კაპიტონ ჟორჟოლიანს ბრალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით წაეყენა. კაპიტონ ჟორჟოლიანმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მესტიის საოლქო საარჩევნო კომისის წევრ არჩილ სოფრეომაძეს. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ კაპიტონ ჟორჟოლიანს 40 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა. აღსანიშნავია, რომ კაპიტონ ჟოჟოლიანის წინააღმდეგ სსკ-ის 125-ე მუხლით საქმე 3 დღით ადრეც აღიძრა. ამ შემთხვევაშიც კაპიტონ ჟორჟოლიანმა სიტყვიერი შეურაცხყოფა არჩილ სოფრომაძეს მიაყენა. თუმცა მაშინ ჟორჟოლიანი დაიკითხა და გათავისუფლდა. პოლიცისთვის სოფრომაძის მიერ მეორედ მიმართვის და ჟორჟოლიანის დაკავების შემდეგ, მაშინ, როდესაც კაპიტონ ჟორჟოლიანი სასამართლოში გადაყავდა პოლიციას მოქალაქეების გარკვეულმა ჯგუფმა პოლიციის ავტომანქანას, სადაც ჟორჟოლიანი იმყოფებოდა, ალყა შემოარტყა, გადაადგილების საშუალებას არ აძლევდა და პოლიციას უწევდა წინაარმდეგობას. პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით. გამოძიებას მესტიის რაიონული სამმართველო აწარმოებს.“ _ ნათქვამია განცხადებაში.