საქმის მასალების თანახმად, ბაქანიძემ მონაწილეობა მიიღო, ნატანებში, 19 სექტემბერს გამართულ სოლიდარობის აქციაში და მოსარჩელე თინათინ სარიშვილს, რომელიც საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელია “ნაციონალური მოძრაობიდან” მიაჩნია, რომ ამით საარჩევნო კოდექსის 79-ე მუხლი დაირღვა.
ეს საკითხი საოლქოს სხდომაზეც განიხილეს და სასამართლოში ამის შემდეგ გადაიგზავნა. პროცესზე წარმოდგენილ აუდიო მასალებში გარკვევით ისმის ბაქანიძის ხმა, როცა ეს უკანასკნელი მიმართავს საზოგადოებას:
_ ეს არ არის პოლიტიკური აქცია. ეს არის სოლიდარობის აქცია და მე, როგორც მამაკაცი, ასეთ დროს სახლში მშვიდად ვერ დავჯდებოდი.
რა გადაწყვეტილებას მიიღებს ლევან ნუცუბიძე და ჩაეთვლება თუ არა პოლიტიკურ აქტივობად სოლიდარობის აქციაში მონაწილეობა ამირან ბაქანიძეს, რამდენიმე წუთში გახდება ცნობილი.