“გურია ნიუსმა” ინფორმაციის გადამოწმება სცადა მიხეილ მაჭავარიანის პრესსპიკერთან გიორგი პატარაიასთან, რომელმაც ჩვენ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. ამის შემდეგ, თავად მიხეილ მაჭავარიანთან დაკავშირება ვცადეთ, მაგრამ მან რამდენჯერმე გაგვითიშა ტელეფონი.
“გურია ნიუსმა” მოახერხა დაკავშირებოდა “ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახურის წარმომადგენელს ბელა გიორგაძეს, რომელმაც განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია არ შეეფერებოდა სიმართლეს და იქვე დასძინა, რომ ამ წუთებში თავადაც შტაბში მიდიოდა.