"ჩვენს მხარდამჭერებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ მაქსიმალური ყურადღება და კარგად დააკვირდნენ ავტოკალამს, რომელიც მათ კაბინაში დახვდებათ. საერთოდ ყველას ვურჩევთ საკუთარი ავტოკალმით მივიდნენ საარჩევნო უბანზე, რაც მმართველ პარტიას მათი ხმის გაყალბების საშუალებას არ მისცემს. ამ კალმებით, რა თქმა უნდა ჩვენი ოპონენტები არ ისარგებლებენ და შეეცდებიან ისინი იმ დროს დადონ, როცა ჩვენი ამომრჩეველი შედის კაბინაში," _ აცხადებს "ქართული ოცნების" ნაძალადევის ოფისის წარმომადგენელი გელა ბაცანკალაშვილი "გურია ნიუსთან" საუბარში.
"ქართული ოცნების" წარმომადგენლები ამბობენ, რომ ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორები საკუთარ მხარდამჭერებს საარჩევნო უბნებზე ხვალ დილის 10-დან 12 საათამდე მისვლისაკენ მოუწოდებენ. შესაბამისად ისინი ეჭვობენ, რომ ასეთ ავტოკალმებს საარჩვენო კაბინებში სწორედ დღის 12 საათის შემდეგ დააწყობენ.