საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები მანუჩარ კვირკველია, აკაკი ჩაჩუა, მუხრან ვახტანგაძე და დიმა ჯავახიშვილი, მწვრთნელებთან ერთად, სულ 13 კაცი, ოზურგეთის სპორტის სასახლეში მივიდნენ და მასტერკლასი ჩაატარეს, რასაც რამაზ ნიკოლაიშვილი დაესწრო.
ჩამოსულმა სტუმრებმა, მასტერკლასი გურიის რეგიონის კადეტთა, ახალგაზრდა და უფროსი ასაკის მოჭიდავეებს ჩაუტარეს და ამხანაგური შეჯიბრიც გამართეს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიება საქართველოში პირველად გურიის სპორტსმენებისთვის ჩატარდა.