უბნის თავმჯდომარე „გურია ნიუსთან“ საუბარში ამბობს:„მოვიდა პიროვნება, რომელსაც ჰქონდა პირადობის მოწმობა დევნილის მოწმობასთან ერთად. როდესაც ნაკადის მოიმწესრიგებელმა შეამოწმა, აღმოჩნდა, რომ არ იყო ჩვენი უბნის ამომრჩეველი. საჭიროდ ჩავთვალე დავხმარებოდი და გამერკვია, რომელი უბნის ამომრჩეველი იყო. შევამოწმე ამომრჩევლის ბარათი, პირადობის მოწმობა და დევნილის მოწმობა. პირადობის მოწმობაში ჰქონდა დაბადების წელი 1958 და ამომრჩევლის ბარათზე კი იყო 1950 წელი. როდესაც კომპიუტერში შევიტანე მონაცემები, აღმოჩნდა თოლორაია ლეილა, მაგრამ ჩემს წინ არ იდგა ის თოლორაია ლეილა, რომელიც ჩემს სიაში იყო. ამიტომ, შევაჩერე ეს პიროვნება, გამოვიძახე პოლიცია, ვაცნობე ცსკოს და დანარჩენს გაარკვევენ. ვისი ბარათიც მოჰქონდა ამ ქალბატონს – თოლორაია ლეილა არის ზუგდიდელი და საზღვარგარეთაა. სიაშიც მიწერილია, რომ საზღვარგარეთაა. ე.ი. ვიღაცამ ზუსტად იცოდა, რომ თოლორაია ლეილა არის საზღვარგარეთ, იყო ჩემი უბნის ამომრჩეველი, აქ ვერ მოვიდოდა და მის ნაცვლად სხვა გაძვრებოდა, – ამბობს ვეკუა.
































































