სტუმრებმა ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნების” ლიდერს არჩევნებში მიღწეული წარმატება მიულოცეს. „ჩვენ აქ ბატონ ბიძინასთან შესახვედრად მოვედით და გვინდოდა, რომ მისთვის ქართული ოცნების წარმატება მიგველოცა, ” – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ სენატორმა ჯინ შაჰინმა. სენატორმა ჯეიმს რიშმა კი იმედი გამოთქვა, რომ ამერიკა – საქართველოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა, კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება.

































































