ჩვენ შევეცადეთ მარგველაშვილს დავკავშირებოდით, თუმცა, მან ჩვენ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. აღნიშნულზე კომენტარი არც “ქართულ ოცნებაში” გააკეთეს, თუმცა, ჩვენი ინფორმაცია არც უარყვეს და არც დაადასტურეს.
გიორგი მარგველაშვილმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა ფილოსოფიის სპეციალობით. იგი საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) რექტორია და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის მიერ დაფუძნებული დემოკრატიული განვითარების ფონდის მრჩეველთა საბჭოს წევრიც გახლდათ.