საქმის ძიება 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. პარალელურად, სამართალდამცავები მკვლელის დაკავებას ცდილობდნენ, თუმცა, ის ამჯერადაც თავისუფალია და მისი ადგილსამყოფელი უცნობია.
მკვლელობა იმ დროს მოხდა, როცა ბრალდებულმა მსხვერპლის საცხოვრებელ სახლში გასაძარცვად შეაღწია. თუმცა, იგი შეამჩნიეს და დაკავების მცდელობის დროს, მან ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა, რა დროსაც სახლის მეპატრონე სასიკვდილოდ დაიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ დღეს იტალიური ინტერნეტგამოცემა www.newz.it-ი ავრცელებს.