_ პირველ ეტაპზე ვერ გავითვალისწინეთ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რომ არსებობდა გარკვეული უხერხულობა და მორალური ინტერესთა კონფლიქტი ჩემს მომავალ პოზიციასა და ჩემი შვილის თანამდებობას შორის, რომელიც ბილო ხუთი წლის განმავლობაში გახლდათ ყველაზე დიდი კერძო სადაზღვევო კომპანიის „ალდაგი ბისიაის“ გენერალური დირექტორი.
ეს არ გახლდათ ინტერესთა სამართლებრივი კონფლიქტი, მაგრამ იყო მორალური უხერხულობა და ამის შესახებ დაიწერა პრესაშიც, _ აცხადებს ამირან გამყრლეიძე.
შეგახსენებთ, რომ მასალა ამ ინტერესთა კონფლიქტის შესახებ პირველად სწორედ „გურია ნიუსის“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა სახელწოდებით „ამირან გამყრელიძის შვილის კომპანია პრივილეგირებულთა „თეთრ სიაში!“