_ თვითმმართველობის გაძლიერების კუთხით ჩვენი გეგმები კანონმდებლობის შეცვლას უკავშირდება და აქედან დავიწყებთ, ისე არ მოხერხდება. ნაბიჯ-ნაბიჯ მოვახერხებთ, მაგრამ უახლოეს დროში; ეს მინიმალური დროა, რომელიც ტექნიკურად იქნება საჭირო. უნდა მოხდეს დეცენტრალიზაცია მმართველობის, ხელისუფლების და რეგიონებში გადავიდეს მმართველობის დიდი ნაწილი. რეგიონული თვითმმართველობის დამკვიდრებით უნდა ვისწავლოთ სწორედ ის, რისთვისაც მე ვიღწვი. საზოგადოებამ უნდა ისწავლოს საკუთარი ქვეყნის ხელისუფლების არჩევა და კონტროლი, _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.