_ ორი დღის განმავლობაში, ათი ადამიანი დაგვიბარეს პოლიციაში და დაგვკითხეს. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მუსლიმებმა პოლიციაში შეიტანეს წერილი, რომ, ვითომ, ჩვენ მათ უფლებებს ვარღვევდით და შეურაცხყოფას ვაყენებდით. ეს, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება სიმართლეს.
გთხოვთ, რომ იქნება ესეც დაბეჭდოთ, ყველგან ვნახე ჩვენს სოფელში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებული კადრები და ჩვენ, გურულებს, გვთვლიან 21-ე საუკუნის ვამპირებად. როგორც ეს მოვლენები გაშუქდა, ასე არაა საქმე… ჩვენ არ გვინდა სოფელში მეჩეთი აშენდეს და ამას ვითხოვთ, _ გვითხრა სოფელ ნიგვზიანის ერთ-ერთმა მცხოვრებმა.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნიგვზიანში ამ კვირის მანძილზე დაძაბული ვითარება რელიგიურ ნიადაგზე შეიქმნა – ადგილობრივი მართლმადიდებელი მცხოვრებლები სოფელში მეჩეთის მშენებლობას აპროტესტებენ, ხოლო ადგილობრივი მუსულმანი მოსახლეობა მიიჩნევს, რომ მისი უფლებები ირღვევა, რადგან ლოცვის შესაძლებლობა ეზღუდება და აქ მეჩეთის აგებას არავინ გეგმავს.