ბიძინა გობრონიძის თქმით, მან ორდენი გურიის გუბერნატორს ვალერი ჩიტაიშვილს დაუბრუნა.
_ დავაბრუნე იმის გამო, რომ ერთ თვეზე მეტია ჩამოსული ვარ უცხოეთიდან და მათ ეს იცოდნენ. საგულდაგულოდ შენახული თუ დამალული ჯილდო დავუბრუნე გუბერნატორს, _ გვითხრა სატელეფონო საუბრის დროს ბიძინა გობრონიძემ.
ღირსების ორდენის საიდუმლოდ გადაცემის ცერემონია 2012 წლის 28 ივლისს შედგა.
ღირსების ორდენოსანი გახდა ოზურგეთის სპორტის განვითარების ცენტრის ყოფილი უფროსი, ბიძინა გობრონიძე, რომელიც იმ პერიოდში კუთვნილ შვებულებაში იმყოფებოდა. მან არჩევნების პერიოდში საქართველო დროებით დატოვა. აქედან გამომდინარე, მისთვის განკუთვნილი ჯილდოს ადგილსამყოფელი უცნობი იყო. მას არც ჩამოსვლის შემდეგ შეხმიანებიან.
ღირსების ორდენი გობრონიძეს მას შემდეგ გადასცეს, რაც ამ თემაზე “გურია ნიუსში” სტატია გამოქვეყნდა.